"ვიკიპედიაში თუ ნახავთ, გაიგებთ, რომ ზუგდიდი ეს მთლად საქართველო არაა, არამედ სამეგრელოა. აქ ყველაფერი ცოტა განსხვავებულია, ენაც კი ცოტა სხვანაირია...", - გამოაქვეყნა გამოცემამ უკრაინელი სპეციალისტის სიტყვები.
იური ბაკალოვი: ვიკიპედიის თანახმად, ზუგდიდი საქართველო არ არის
ბუნებრივია, ბაკალოვის ამ სიტყვებმა საქართველოში უკმაყოფილება გამოიწვია და მათ შორის, "ზუგდიდის" ხელმძღვანელობაშიც. ზუგდიდური კლუბის წარმომადგენლები ყოფილ მწვრთნელს უკრაინაში დაუკავშირდნენ და მის კომენტარზე ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
"აბსოლუტურად
თუ ჩემმა გამონათქვამმა ქართულ საზოგადოებაში ამ მხრივ უსიამოვნება გამოიწვია, ბოდიშს ვუხდი ქართველებს და მით უმეტეს, ზუგდიდელებს. ამ ქალაქმა, მიუხედავად ჩემი წარუმატებელი საქმიანობისა, კარგად დამამახსოვრა თავი.
კარგად ვიცი, რომ ფეხბურთი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ და წარმატებას ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს, ხოლო იმ საკითხზე გიმეორებთ - არანაირი სხვა პოლიტიკური განზრახვა არ მქონია", - აქვეყნებს ბაკალოვის კომენტარს "ზუგდიდის" "ფეისბუქის" გვერდი.