ამ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა გასახდელში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს დამტვრეული მაგიდა.
კოლხეთი-სამტრედია 0:3 - 21 წლის შემდეგ!..
ამას ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, რასაც "სამტრედიის" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა სოციალურ ქსელშივე ემოციური პოსტით უპასუხა.
"უპირველესად, იმ ადამიანებს უნდა მივმართო, ვინც დამტვრეული მაგიდის ფოტოები გაავრცელა და ჩვენ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა; იმ ადამიანებს უნდა
ჯერ ნორმალურად უნდა გაერკვიათ, რა მოხდა. ბიჭები გასახდელში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ვზეიმობდით. ფოტოს გადაღების დროს მაგიდაზე დავდექით და ის შემთხვევით გატყდა.
იმის მაგივრად, რომ ქართული ფეხბურთის სიხარული გაიზიარონ, სტიმული გაგვიძლიერონ და გვერდით დაგვიდგნენ, არიან ადამიანები, რომლებიც ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ. სალაპარაკო არავისთვის რომ არ მიგვეცა, მაგიდის დაზიანებისთანავე სტადიონის ადმინისტრაციას თავად დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ახალს ვიყიდდით.
როგორც ვიცი, "სამტრედიის" ხელმძღვანელებმაც იგივე გააკეთეს - ერთი მაგიდის ნაცვლად ორს ვიყიდით. ძალიან ვწუხვართ, რადგან ნამდვილად არ გვინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. წარმატებები "სამტრედიას" და ყველა ქართულ კლუბს ევროსარბიელზე!" - წერს დათუნაიშვილი, რომელსაც "ლელომ" რამდენიმე კითხვით მიმართა:
- "სამტრედიის" წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან შარშან გუნდმა ეს ბევრად უკეთესი შემადგენლობით ვერ მოახერხა...
- ამ წარმატების შემოქმედი გია ცეცაძეა, რომელმაც ყველაფერი სწორად დაგეგმა და შემადგენლობაც სწორად შეარჩია.
- კარგია, ევროპალიგაზე რომ გახვედით, მაგრამ მერე რა მოხდება? ევროპისთვის გუნდს გაძლიერება დასჭირდება...
- რა თქმა უნდა! გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ეს თუნდაც იმისთვისააა აუცილებელი, რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდოს. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ცეცაძემ უკეთ იცის, "სამტრედიას" რა სჭირდება და ჩემგან ამ თემაზე ლაპარაკი უხერხული იქნება.
- შემდეგ სეზონსაც "სამტრედიაში" გაატარებთ?
- დიდი ალბათობით, დავრჩები.
- კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმეთ?
- ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია და არაფერი ვიცი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"