გიორგი დათუნაიშვილი: ჯერ სიტუაციაში გაერკვიეთ!..

AutoSharing Option
"სამტრედია" ევროთასებზე 21-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ფოთის "პარკი არენაზე" ადგილობრივ "კოლხეთთან" გამარჯვებით (3:0) მოიპოვეს.

ამ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა გასახდელში გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს დამტვრეული მაგიდა.

კოლხეთი-სამტრედია 0:3 - 21 წლის შემდეგ!..

ამას ნეგატიური კომენტარები მოჰყვა, რასაც "სამტრედიის" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა სოციალურ ქსელშივე ემოციური პოსტით უპასუხა.

"უპირველესად, იმ ადამიანებს უნდა მივმართო, ვინც დამტვრეული მაგიდის ფოტოები გაავრცელა და ჩვენ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა; იმ ადამიანებს უნდა
მივმართო, ვინც უკულტუროები და უზნეოები გვიწოდა.

ჯერ ნორმალურად უნდა გაერკვიათ, რა მოხდა. ბიჭები გასახდელში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ვზეიმობდით. ფოტოს გადაღების დროს მაგიდაზე დავდექით და ის შემთხვევით გატყდა.

იმის მაგივრად, რომ ქართული ფეხბურთის სიხარული გაიზიარონ, სტიმული გაგვიძლიერონ და გვერდით დაგვიდგნენ, არიან ადამიანები, რომლებიც ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ. სალაპარაკო არავისთვის რომ არ მიგვეცა, მაგიდის დაზიანებისთანავე სტადიონის ადმინისტრაციას თავად დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ახალს ვიყიდდით.

როგორც ვიცი, "სამტრედიის" ხელმძღვანელებმაც იგივე გააკეთეს - ერთი მაგიდის ნაცვლად ორს ვიყიდით. ძალიან ვწუხვართ, რადგან ნამდვილად არ გვინდოდა, რომ ასე მომხდარიყო. წარმატებები "სამტრედიას" და ყველა ქართულ კლუბს ევროსარბიელზე!" - წერს დათუნაიშვილი, რომელსაც "ლელომ" რამდენიმე კითხვით მიმართა:

- "სამტრედიის" წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან შარშან გუნდმა ეს ბევრად უკეთესი შემადგენლობით ვერ მოახერხა...
- ამ წარმატების შემოქმედი გია ცეცაძეა, რომელმაც ყველაფერი სწორად დაგეგმა და შემადგენლობაც სწორად შეარჩია.

- კარგია, ევროპალიგაზე რომ გახვედით, მაგრამ მერე რა მოხდება? ევროპისთვის გუნდს გაძლიერება დასჭირდება...
- რა თქმა უნდა! გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება და გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ეს თუნდაც იმისთვისააა აუცილებელი, რომ გუნდში კონკურენცია გაიზარდოს. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ცეცაძემ უკეთ იცის, "სამტრედიას" რა სჭირდება და ჩემგან ამ თემაზე ლაპარაკი უხერხული იქნება.

- შემდეგ სეზონსაც "სამტრედიაში" გაატარებთ?
- დიდი ალბათობით, დავრჩები.

- კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმეთ?
- ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია და არაფერი ვიცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გიგუშა ძაან მაგარი კაცია, ღირსეული კაპიტანი, მას მართლა მადლობა ეკუთვნის იმის გამო რომ შარშანდელი გუნდიდან მარტო ის დარჩა გუნდში დათმო რაღაცეები პირადად, პატივი სცა სამტრედიელ გულშემატკივრებს. რაც შეეხება მაგიდის გატეხვას ბიჭებმა ემოციურად აღნიშნეს ევროპალიგაზე გასვლა და მაგიდა გაუტყდათ აი თქვენ კი მაგის გამო ლამის ბარბაროსებად და ატილებად გამოაცხადეთ მაშინ როცა სამტრედიაში თბილისის დინამოს ფანებმა ტრიბუნაზე სკამები დალეწეს ამაზე არ აგიტეხიათ ამხელა ამბავი ის კიარა კიდე სიუჟეტი ვიდეოჩანაწერით წარმოაჩინეთ რომ სამტრედიელმა გულშემატკივრებმა ესროლეს დინამოს ფანებს სკამები, არადა სკამები მარტო იმ ადგილას იყო გატეხლი სადაც დინამოს ფანები იჯდა და სამტრედიელებმა საპასუხოდ ესროლეს მათ მიერ გატეხილი სკამები, მაგრამ მაგას როგორ დაწერდით და გააშუქედით.
irakli
00:20 12-05-2016
0
საინტერესოოა, ნაგვის ურნაზეც სურათს იღებდნეენ? ისიც დაამტვრიეს
martial
22:15 11-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული