არა მხოლოდ საქართველოშია იშვიათი, როცა 0:7-დან გუნდი იმავე სეზონში 6:0-იან "ვენდეტას" ახდენს. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ნათამაშები 6:4-იც (პირველ ლიგაში) ზემოთქმულს ადასტურებს, ხოლო პირველი მატჩი მრავალმხრივ იყო გამორჩეული: ზუსტად 26 წლის წინ, 1990 წლის 15 მაისს, მეზობელი ქალაქების გუნდების
ამჯერადაც, ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და როცა შეეძლოთ, პარალელურად მიმდინარე "მერანი"-"დილას" შედეგიდან გამომდინარე, ორივესთვის მისაღები ანგარიში დაეფიქსირებინათ (თუ ვერ მოიგებდა "მერანი", "გურიას" წაგებაც უნაღდებდა ადგილს ლიგაში, ხოლო თუ ვერ მოიგებდა "დილა", უკვე "სამტრედიას" ჰქონდა წაგების უფლება), მეზობელი ქალაქების გუნდებმა ურთიერთდაპირისპირების ისტორიასა და "სამართლიანი თამაშის" პრინციპებს არ უღალატეს.
მატჩი იმერელთა შეტევებით კი დაიწყო (ერთხელ "გურია" მეკარემ გადაარჩინა), მაგრამ ლეგიონერებისგან დაცლილმა "გურიამაც" (მეორე თამაშია სასტარტოში მხოლოდ ორ ლეგიონერს აყენებენ) კი დაგვანახა, რომ ლიდერსა და აუტსაიდერს შორის დიდი სხვაობა არ არის.
ყოველ შემთხვევაში, "სამტრედიამ" საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა და დაცვაში რამდენჯერმე ისე შეცდა, სწრაფი თავდამსხმელი უთუოდ დასჯიდა. თუმცა თავისი კი გაიტანა "სამტრედიის" უფრო მაღალმა კლასმა და, გურულების აზრით, მსაჯებმაც.
ლანჩხუთელ ქომაგს თავიდანვე არ მოეწონა გიორგი ყრუაშვილის გადაწყვეტილებები და რა გასაკვირია, ნიკა სანდოხაძე, გოლის გატანისას, ტრიბუნიდან თამაშგარეში რომ მოჩანდა (რატი იმერლიშვილმა მისი ახლოდან დარტყმული ახლო კუთხეში ვერ შეაკავა) და კაბორე პატერსონის გაძევება საჩოთირო სიტუაციაში (გურულებმა მიიჩნიეს, რომ მეტოქე მის გაშლილ ხელს შეეჯახა) მსაჯთა "უნებლიე შეცდომებად" არ ჩათვალეს.
ამანაც ვერ გატეხა თითქოს "გურია" და კაცნაკლულმა შეტევაზეც იფიქრა, მაგრამ გიორგი დათუნაიშვილის გოლის მერე უკვე კონკურენტების წაგების იმედზე დარჩა...
მთელი მატჩის განმავლობაში პარალელური შეხვედრების შედეგები (ან "ზუგდიდი" ვერ იგებდა, ან "მერანი") "გურიას" ლიგაში ტოვებდა... თითქმის 5 წუთი ელოდნენ "ევგრაფი შევარდნაძეზე" შეკრებილი გურულები მარტვილის მატჩის შედეგს, რაც მათთვის არასასურველი გამოდგა...
...26 წლის წინათ "გურია" მეორე ადგილზე გავიდა, "სანავარდოს" (მაშინ ამ სახელით ასპარეზობდნენ სამტრედიელები) კი მე-12 პოზიცია ერგო. ახლა კი პირიქითაა - "სამტრედიამ" ვიცე-ჩემპიონობა გაინაღდა და "გურიას" აქვს შანსი, მე-12 საფეხურზე ავიდეს. ამისთვის და სხვაზეც დამოკიდებული რომ არ იყოს, ლანჩხუთურ კლუბს ბოლო ტურში ფოთში მოგება სჭირდება...
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
14.05. ლანჩხუთი. "ევგ. შევარდნაძე"
გურია-სამტრედია 0:2
გოლები: 0:1 სანდოხაძე (31), 0:2 დათუნაიშვილი (62)
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, პატერსონი, კილაძე, გამყრელიძე, ალავერდაშვილი (46. შტანდერი), კვეკვესკირი, მოროზენკო (70. გუჯაბიძე), კახელიშვილი (80. ლაბაძე).
სათადარიგოები: იოვანოვიჩი, ჟუნიორი, ხარაბაძე
მწვრთნელი: გია გოგუა
სამტრედია: მიგინეიშვილი, გ. მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე, დათუნაიშვილი, ენდელაძე (76. კერძევაძე), რაჟამაშვილი, ზივზივაძე (61. სიხარულიძე), ჯიქია (69. მარკოზაშვილი).
სათადარიგოები: მეშველიანი, იოსელიანი, მთივლიშვილი, ცინცაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: გოგიაშვილი (24), შტანდერი (75)
გაძევება: პატერსონი (40)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.
ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი -გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არაფერი შეგეშალოთ, თავში არ აგივარდეთ,თქვენ ყოველ მატჩში უნდა უმატოთ ხარისხს და სიზუსტეს,ეს მატჩი კი ცუდი გამოდგა ხარისხით და კარგი მხოლოდ შედეგით, მაგრამ ცუდი ხარისხით მომავალ ჯერზე ცუდი შედეგიც დადგება.
დიდი ხარვეზები გაქვთ შესრულება, სიზუსტესა და დაბოლოებაში, ბევრჯერ ბრმები ხდებით და გვერდით მყოფ თავისუფალ პარტნიორს "არ ხედავთ" ჯიუტად გინდათ თავი გამოიჩინოთ ინდივიდუალური წარმატებით.
ასე არ გამოვა, მეტი გუნდურობა უნდა იყოს საწყისი და ამას აგვირგვინებდეს ხარისხიანი ინდივიდუალობა.