ლევან კობიაშვილმა ჩემპიონატის მატჩში მანიპულაციები გამოავლინა

AutoSharing Option
დღეს, 20 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება მატჩის მანიპულაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლინდა.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ საეჭვოდ ხობის "კოლხეთისა" და ქედის "ბეთლემის" შეხვედრა მიიჩნია, რომელიც "კოლხეთის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. შედეგად, "ბეთლემის" 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალებათ ფეხბურთში მოღვაწეობა, ხოლო "ბეთლემი" მოიხსნება გათამაშებიდან, დაქვეითდება ქვედა დივიზიონში და დაეკისრება ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ
ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. აქედან გამომდინარე, ვწუხვარ... მსგავს ფაქტებს, რომლებიც მთლიანობაში აზიანებს ქართულ ფეხბურთს, ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგება. სანამ ფედერაციის პრეზიდენტი გავხდებოდი, მანამდეც ვამბობდი, რომ ხალხი, რომელიც 24 საათის მანძილზე ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე, ვფიქრობთ მის მომავალზე, არ შევეგუებოდით ამ ყველაფერს...

ვინც უნდა იყოს გარეული, მსგავს ფაქტებზე ფეხბურთის ფედერაცია თვალს არ დახუჭავს. ეს ყველაფერი საერთო ქართულ საქმეს დიდ ზიანს აყენებს. ყველა თამაშს ვესწრებით და ვაკვირდებით, თუ რა და როგორ ხდება.

კონკრეტულ ფაქტზე გადავალ - ეს ეხება ხობის "კოლხეთსა" და "ბეთლემს" შორის 2016 წლის 10 მაისს გამართულ მატჩს. ხმების საფუძველზე, მოვითხოვეთ ამ თამაშის ვიდეოჩანაწერი. რთული იყო ვიდეოს მოპოვება, მაგრამ შევძელით და მისი გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, სადისციპლინო კომიტეტთან ერთად მიგვეღო სანქციები.

ხობის "კოლხეთსა" და "ბეთლემს" შორის საფეხბურთო მატჩში დაირღვა სპორტული სამართლიანობის წესი. "ბეთლემის" მხრიდან ადგილი ჰქონდა შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოისახა ავტოგოლში, ბრძოლისთვის თავის არიდებასა და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:

1. ქედის "ბეთლები" რანგით ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

2. გუნდს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

3. ფეხბურთელებს: ლევან ბეთქაშევს, კარენ მაკარიანს, თეიმურაზ ხარებავას და არჩილ ბაჯელიძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

4. მწვრთნელ-ასისტენტს, რომან ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

ვიდეომასალები გადმოგეცემათ ჟურნალისტებს და თავადაც ნახავთ, რაც ხდებოდა იმ მატჩზე.

მე ვარ გარანტი, რომ სხვა თამაშებზეც თუ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, ყველა მკაცრად დაისჯება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რედაქციისგან: sportall.ge სფფ-ის მიერ მოწოდებულ ვიდეოს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
გარიგებაში ორი მხარე მონაწილეობს. ერთ მხარეს დაეკისროს ჯარიმა,ჩამოქვეითდეს დაბალ ლიგაში, ფეხბურთელებს აუკრძალო თამაში სამუდამოდ და მეორე მხარე არ დასაჯო სადაური სამართალია? იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი
ზურა
21 მაისი 2016 14:00
0
იქნებ ზველი მატცჰებიც გენახატ არაა ზნელი და მერე
ra azri aqvs
21 მაისი 2016 12:58
0
ყოჩაღ ლევან ! სამარცხვინო კადრებია ვიდეოზე, მოსაშორებელია ფეხბურთიდან ყველა ვინს ამისთანა სიბინძურეს ჩასდის !რათ უნდა ამას გამოძიება ? ისედას ყველაფერი ნათელია.ოღონდ ლევან უკან არ მოაბრუნო ესენი ! არავითარი ამნისტია !!!!!


sulkhan
21 მაისი 2016 10:36
0
მმმმმმ
gia
21 მაისი 2016 08:16
0
რამეზე რომ საუბრობ უნდა იცოდე და გესმოდეს...სანამ რამეს იტყვი...კოლხეთი ძლიერი გუნდია გასაკვირი ამაში არაფერია უმოტივაციო ლახვს რომ 3-0 მოუგო....და გადათამაშებასაც მოიგებს დიდი ალბატთობით...იმიტომ რომ უძლიერსი გუნდია.......გაიგეთ ყველააააააააააამმმმმმმმმმ.....
ako
21 მაისი 2016 08:15
0
მეორე ლიგა!!!!!
ლევანი
21 მაისი 2016 06:34
0
კობი, სამართლიანობა მოითხოვს რომ ხობის კოლხეთიც დაისაჯოს,ჩემი აზრით ორივე ერთნაირად არის დამნაშავე, სხვაგვარად მიკერძოება გამოდის.
ჯეკო
21 მაისი 2016 00:49
0
კოლხეთს არ უნდოდა, ჩაუდეს ხოო??? სანქციები ორივე მხარეს უნდა დაეკისროს! ზიზუ ვერ იქნებოდა დაინტერესებული ამ თამაშის გაყიდვით და ცოტა რეალურადაც შეაფასეთ ვის აწყობდა! ლიახვთან 3:0 მოგებაც ძაან საეჭვოა კოლხეთის
Pene
20 მაისი 2016 23:17
0
მართებული გადაწყვეტილებაა !!! ცოტა მეტი ყურადღება და მონდომება და ვინც დგას ამ ყველაფრის სათავეში ისიც უნდა გამოაშკარავდეს და მიეცეს პასუხისგებაში :)
dave
20 მაისი 2016 22:51
0
კობი 100% იანი ხარ და არანაირი დათმობას არ ვიყოთ როგორც ეს სიჭინავამ გააკეთა ზუსტად მაგის შედეგია ეს დღევანდელობა თავზე ხელი რო გადაუსვა 1 თვის მერე იმ ხალხს
Giorgi567
20 მაისი 2016 22:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული