საქართველოს ჩემპიონატის სკანდალური მატჩის ვიდეოჩანაწერი [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ ხობის "კოლხეთსა" და ქედის "ბეთლემს" შორის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 32-ე ტურის მატჩის ვიდეოჩანაწერს, რომელიც სფფ-მ მოგვაწოდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, დღეს ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დაირღვა სპორტული სამართლიანობის წესი. "ბეთლემის" მხრიდან ადგილი ჰქონდა შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოისახა ავტოგოლში, ბრძოლაზე თავის არიდებასა და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

- ლევან კობიაშვილმა ჩემპიონატის მატჩში მანიპულაციები გამოავლინა

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:

1. ქედის "ბეთლები" რანგით ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

2. გუნდს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

3. ფეხბურთელებს: ლევან ბეთქაშევს, კარენ მაკარიანს,
თეიმურაზ ხარებავას და არჩილ ბაჯელიძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

4. მწვრთნელ-ასისტენტს, რომან ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
და ამათ უნდათ ხომ ბიუჯეტიდან დაფინანსება, საწყალ პენსიონერს და ათას გაჭირვებულს უნდა მოაკლდეს და ეს მათხოვრები უნდა დაფინანსდნენ ?
zmo
20 მაისი 2016 21:25
0
კობი გენაცვალე! ეგრე გააგრძელე!!!
kitu
20 მაისი 2016 21:17
0
ყველაზე მაგარი და ღირსეული სასჯელია რაც ოდესმე მომისმენია, ყოჩაღ ბატონო ლევან! სამართლიანობა უპირველესია, ღმერთმა გამარჯვებულმა გატაროთ! ასეთი შემთხვევების სასჯელი მართლა სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა იყოს!
გიორგი
20 მაისი 2016 21:11
0
მსაჯის რა ბრალია როცა ფეხბურთელები მონაწილეობენ გარიგებაში, მსაჯმა ხო არ გაიტანა ამდენი გოლი ან სმაჯი ხო არ იდგა კარებში
Akaki
20 მაისი 2016 21:04
0
რა შუაში არიან ფეხბურთელები, მსაჯის ბრალია,მოსყიდული ჰყავდა კოლხეთს.. ვაი ამათ პარტონს უბედურს
მდაჰ...
20 მაისი 2016 20:01
0
ორივე მოკვეტონ საერტოდ ფეხბურტიდან და მაგატ გამგებლებიც მიაყოლონ! ეს რა დაცინვაა ქართველი ხალხის და გულსემატკივრის, მაგაში იხდიან თავიანთი ჯიბიდან ფუულს გინდა ქედელები დაგინდა ხობელები! საღოლ ლევან, კიდევ მეტი ეგეთი ,
kolxetic gasagdebia
20 მაისი 2016 19:49
0
სირცხვილია უბრალოდ იქ მყოფ გულსჰემატკივრრებისთვის მთელი საქართველოსთვის, მხოლოდ დისკვალიფიკაცია უსჰველის არავის დაჭერის მომხრე არა ვარ მაგრამ თუ გვინდა ფეხბურთი გქვონდეს ყველა ციხეში როგორც ქრთამის აღებისთვის იჭერენ ჩინოვნიკს ასევე ესენიც უნდა იყვნენ იქ სამარცხვინოები
გიო111
20 მაისი 2016 19:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული