რომან ფიფია: "დინამოში" ხუთი ევროპელი მოგვყავს, თან ნაკრების წევრები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვა და ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. "ლელო" კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას ქობულეთის "შუქურასთან" შეხვედრის შემდეგ ელაპარაკა.

ფიფია ამბობს, რომ "დინამო" საევროპოდ საგრძნობლად გაძლიერდება. ფიფიას გვარები არ დაუკონკრეტებია, თუმცა საინტერესო ამბავი მაინც გაგვიმხილა.

ინტერვიუ კი ალექსანდრე იაშვილის დიდი ფეხბურთიდან გაცილებითა და კლუბთან მისი შესაძლო თანამშრომლობის თემით დავიწყეთ...

- ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთიდან გააცილეთ. საინტერესოა, ის "დინამოში" გააგრძელებს მუშაობას?
- არა, იაშვილი "დინამოში" არ დარჩება, რადგან ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრია და მიმაჩნია, რომ ქართული ფეხბურთისთვის
კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.

- სეზონი დასრულდა. გუნდმა ყველა ქართული ტიტული მოიგო - ქვეყნის ჩემპიონი გახდა და აღმართა თასი. მაგრამ დამეთანხმებით, "დინამოს" ამოცანა მხოლოდ ეს ვერ იქნება. მთავარია, როგორ გამოვა გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ან თუნდაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას შეძლებთ?
- კლუბში მოსვლის შემდეგ ჩემი მთავარი საზრუნავიც სწორედ ესაა. ადრე თუ გვიან, ეს უნდა შევძლოთ. ამას ითხოვს გულშემატკივარიც და "დინამოს" ისტორიაც.

- ყველას აინტერესებს, რა ცვლილებები იქნება "დინამოში". მთავარი კითხვაა - გაძლიერდება გუნდი?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება და ამას მალე შეიტყობთ.

- უკვე შევიტყვეთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც ბრემენის "ვერდერში" იჯარის პერიოდი დაუმთავრდა, შესაძლოა, "დინამოს" დაუბრუნდეს...
- ვნახოთ, ვნახოთ... ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით.

- გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ ესპანელი მეკარის ჩამოყვანა გსურთ...
- ახალი მეკარე ნამდვილად გვეყოლება, მაგრამ საიდან იქნება, ამას ჯერ ვერ დავაკონკრეტებ...

- კარგით, მაშინ სხვანაირად გკითხავთ: ახალწვეულები ქართველები იქნებიან თუ უცხოელები?
- ქართველებიც გვჭირდება და ძლიერი ლეგიონერებიც. გეტყვით, რომ 5 ლეგიონერის დამატება გვსურს, რომლებიც ევროპული გუნდებისა და ნაკრებების ფეხბურთელები არიან.

- სეზონის დუბლით დასრულება ნებისმიერ ქვეყანაში საამაყოა, მაგრამ მეორე მხრივ, მხოლოდ ადგილობრივ სარბიელზე წარმატება არასაკმარისია. თქვენი აზრით, გაძლიერებით გუნდი ევროთასებზე სასურველ მიზანს მიაღწევს?
- მე საამისოდ ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთავარია, ამ ლეგიონერებს მერე როგორ ჩემპიონატში მოუწევთ თამაში. სამწუხაროდ, ჩვენი პირველობის დონე სასურველი არ არის და რეალურად რომ ვთქვათ, ფონს ლეგიონერების გარეშეც გავალთ, მაგრამ ევროთასებისთვის ხომ მთელი გუნდი უნდა მოემზადოს, რომ აქედანვე შეეგუოს მაღალ ტემპსა და დაძაბულობას?..

მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემპიონატის დონე ადრე თუ გვიან ამაღლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
დინამოს აკადემიასი უკვე ოფიციალური ტანხაა საწირო რო აგიკვანონ..ამას მიხედოს ფიფიამ..
0
წავიკითხე ბატონ ფიფიასთან ინტერვიუ და გადავხედე კომენტარებსაც. მეც მიმაჩნია რომ ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება ჭირდებათ. ტურნირებისთვის ცვლილების განხორციელება ეს დინამოს სტილია. ფიფიას დინამოს აკადემია, როგორც ვიცი, ძალიან უყვარს და ამ ნიჭიერ ბავშვებში ხედავს დინამოს მომავალს. მაგრამ იქაც დიდი განუკითხაობაა. ფიფიამდე როგორც ვფიქრობ და როგოც ჩანს არც მიდის შიდა სამზარეულოს თემები.
ჩემი შვილიც აკადემიაში დინამომ თავისი სურვილით გადაიყვანა. მაგრამ როცა საქმე მიდგა იმაზე, რომ მისი გუნდი უნდა წასულიყო საერთაშორისო ტურნირზე, მის ნაცვლად წინა ასაკის გუნდიდან გადმოიყვანეს (ნაცნობობით/ახლობლობით) მხოლოდ ამ ტურნირისთვის ბავშვი სამი კვირით ადრე. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ჩემს შვილზე მეტს გააკეთებდა ის ბავშვი ტურნირზე. სხვა პოზიციებზეც გააკეთეს იგივე ცვლილებები და სხვა ბავშვებსაც ატკინეს გული. ჩვენ რა თქმა უნდა მოვკიდეთ ხელი ჩვენს შვილს და აკადემიიდან წამოვიყვანეთ.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა სამი კვირით ადრე შეცვლილმა შემადგენლობამ როგორი შედეგი დადო ტურნირზე?! სამწუხაროდ 6 გუნდიან ტურნირზე დინამო გავიდა მე-4 ადგილზე. არ არის გამორიცხული ძველი შემადგენლობითაც იგივე შედეგით დაბრუნებულიყო დინამო უკან, მაგრამ ტურნირის წინ ცვლილებებმა ვფიქრობ ბავშვები დასტრესა, მ.შ. ვინც არ შეცვალეს და წაიყვანეს და შედეგიც მივიღეთ.
სანამ საქართველოში ნაცნობობა არ მოიშლება და სანამ ნიჭიერ ბავშვებს არ დაუჭერენ მხარს და არ გაზრდიან ფეხბურთელებად, მანამ არაფერი არ გვეშველება. ამ სენის განკურნებას კიდე არ უჩანს პერსპექტივა.
როგორ მინდა წაიკითხოს ფიფიამ ეს კომენტარი
14:37 16-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული