გიორგი ქვილითაიას გადაბირება ბორისოვოს ბატე-საც სურს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას გადაბირება ბელორუსულ გრანდ ბატე-ს სდომებია.

ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ბორისოვოს კლუბი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.

ბატე-ს უფროსობა მიიჩნევს, რომ გუნდს თავდასხმაში პრობლემები აქვს. პრინციპში, ბოლო დროს გუნდი ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის, თან ქვეყნის თასის ფინალშიც მოულოდნელად დამარცხდა...

თავის მხრივ, თბილისის "დინამო" ყველანაირად ეცდება ქვილითაიას შენარჩუნებას. იურაი იარაბეკის გუნდს სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. შესაბამისად, გუნდის ბომბარდირთან განშორება ასე იოლი როდია, მით უმეტეს, "დინამოს" ამბიციური გეგმები აქვს...

მკითხველს ეხსომება, რომ
ქვილითაიასთან თანამშრომლობით კიევის "დინამო" და თურქული "ტრაბზონსფორი" დაინტერესდნენ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად (22 წლისაა), მას უკვე აქვს უცხოეთში თამაშის გამოცდილება. ის უნგრული "დიორი ეტოს" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება ბატე-ს, ამ გუნდს ქართველების წინააღმდეგ რამდენჯერმე უთამაშია ევროთასებზე, ჩვენებურს კი იქ მხოლოდ ერთს გაუგორებია ბურთი - ლაშა დეკანოსიძეს, რომელიც ბატე-ში 2008 წელს მივიდა, თუმცა იქ დამკვიდრება ვერ შეძლო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამოში დარჩენა თუ მისაღებია ბატე დინამოსთან შედარებით ნამდვილი გრანდია!

თუმცა ისე აეწყო წელს დამოში ყველაფერი რომ ევროპა ლიგის ჯგუფში უნდა გავიდნენ!

რაღაც ასე მიგრძნობს გული//

zaza
27 მაისი 2016 01:01
0
ბატე ბელარუსში გრანდია აბა რა არი
bate
26 მაისი 2016 14:40
0
ბელორუსული გუნდის "გრანდად" მოხსენიება იმის გამო, რომ რამოდენიმეჯერ ლიგაზე ითამაშა, ცოტა სასაცილოა და ჩემთვის მიუღებელია ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებს ასეთ გუნდებზე სწორება!!!!
გიორგი
26 მაისი 2016 14:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული