"სიონი" "ზესტაფონმა" შეიფარა

AutoSharing Option
ზუგდიდური მატჩიდან შინისკენ მიმავალმა "სიონმა" რიკოთის უღელტეხილის გადალახვა ვერ შეძლო. ბოლნისური კლუბის ავტობუსი დიდთოვლობის გამო დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში ვერ გადმოვიდა და სიონელები ღამეს რიკოთზე გაათევდნენ, "ზესტაფონს" მათთვის დახმარების ხელი რომ არ გაეწოდებინა.

იმერულმა კლუბმა "სიონის" მთელი შემადგენლობა ზესტაფონში მიიპატიჟა, დააპურა და ღამე სასტუმროში გაათევინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი პატივი "ზესტაფონმა" "სიონს" სრულიად უსასყიდლოდ სცა.

"სიონი" თანადგომისთვის "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ილია კოკაიასა და მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დიდ მადლობას უხდის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული