გუნდიდან წასულები კი საკმაოდ არიან: მეკარე მიხეილ ალავიძე, მცველი მარკო მიხაილოვიჩი, ნახევარმცველი ირაკლი ჩირიკაშვილი, თავდამსხმელები - ნიკოლა კომაზეცი, გიორგი ბერიაშვილი და გიორგი გაბედავა. საინტერესოა, რომ დასრულებულ სეზონში ბერიაშვილმა გუნდში ყველაზე მეტი, 10 გოლი გაიტანა. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ალავიძე და ბერიაშვილი პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავში" გადავიდნენ.
სამაგიეროდ, სიახლე ის არის,
კიდევ ერთი საინტერესო სიახლე: შესაძლოა, ბათუმელთა რიგებში ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, გამოცდილი დავით კვირკველია ვიხილოთ, მაგრამ მახარაძემ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
საინტერესოა, რომ ანგისაში ბათუმის "დინამოს" ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. კლუბში იმედოვნებენ, რომ მალე ცენტრალური სტადიონის მშენებლობაც დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"