გურულის გარდა, "ტორპედოსთან" კონტრაქტები გაახანგრძლივეს შოთა ბაბუნაშვილმა, მაქსიმე ქვილითაიამ და ბექა ტუღუშმა, რომლებიც კლუბის ღირსებას ბოლო სეზონშიც იცავდნენ.
ამასობაში, "ტორპედოს" პრეზიდენტობიდან გადამდგარმა თემურ ჩეჩელაშვილმა "ფეისბუქგვერდზე" გუნდიდან გიორგი კუხიანიძის წასვლის თაობაზე გააკეთა კომენტარი.
"ყველას გთხოვთ, ამ ბიჭებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ. მათ "ტორპედო" ფულზე არ გაუცვლიათ. "კუხი" 3 ათას ლარზე
ასე რომ, მათ კაცობას ნუ შეეხებით. თუ რამე გაინტერესებთ, მათ ჰკითხეთ", - წერს ჩეჩელაშვილი, რომლის კომენტარს ქუთაისის "ტორპედოს" საპასუხო განცხადება მოჰყვა:
"შეგახსენებთ, რომ ბატონი თემურ ჩეჩელაშვილი კლუბიდან წასულია. შესაბამისად, ის ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს და საქმის კურსში არ არის, ფეხბურთელებთან რა ფორმის და რა ოდენობის საკონტრაქტო თანხებზეა საუბარი.
აქედან გამომდინარე, გუნდიდან ფეხბურთელების წასვლის მიზეზებსა და მათ პირად კონტრაქტებზე მისი მოსაზრება არის სუბიექტური და სინამდვილეს არ შეესაბამება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"