ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

AutoSharing Option
ფოტოზე: შეხვედრა საღორიას ბაზაზე
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა...

წარდგენა
"ტორპედოს" ახალმა ხელმძღვანელობამ საღორიის ბაზაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე იცით - კობა ჟორჟიკაშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ზურაბ ჩაკვეტაძე იმუშავებს.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, ზაალ ჩაჩავა კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორია. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული
პირების რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია "ქროსვეისთან", თეიმურაზ უგულავასა და შპს "მეგაფუდთან" ერთად, ხოლო 2009 წლის თებერვალში წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

"ტორპედოში" ჩვენი ჯგუფის მოსვლა უდიდესწილად ზურაბ ჩაკვეტაძის დამსახურებაა. ბოლო დროს კლუბში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები, ვიცნობთ ვითარებას და, აქედან გამომდინარე, ყველას გთხოვთ, ინტრიგებს ნუ აჰყვებით. წინ უნდა გავიხედოთ.

ჩვენ "ტორპედოსთვის" ყველაფერს გავაკეთებთ. მიზანი ერთია: "ტორპედო" ძლიერ კლუბად ვაქციოთ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება და ევროპულ ტურნირებზე სისტემატურად ითამაშებს", - ამბობს ზაალ ჩაჩავა.

საინტერესოა, რომ ქუთაისელთა ახალი ხელმძღვანელი ამ ქალაქში გაზრდილი ოლიმპიური ჩემპიონის, ქართული სპორტის ლეგენდის სიძეა. ეს თავად თქვა:

"კარგად ვიცით, რა საქმესაც ვკიდებთ ხელს. ისიც იცოდეთ, რომ ქუთაისი ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქალაქია, რადგან ჩემი მეუღლე დიდი კალათბურთელის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის ქალიშვილია".

კობა ჟორჟიკაშვილი: "ჩემთვის "ტორპედოში" მუშაობა უდიდესი პატივია. დიდი ტრადიციების მქონე კლუბის მწვრთნელობა რთულიცაა და საინტერესოც, რადგან შედეგი მოკლე დროში უნდა დავდოთ. მე სწორედ ამისთვის ვარ ქუთაისში.

Sportall.Ge"ტორპედო" არ იმსახურებს იმ ყოფნას, რომელშიც ბოლო დროს აღმოჩნდა.

მივესალმები კლუბის კერძო ინვესტორის ხელში გადასვლას, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს როგორც "ტორპედოს", ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებას.

ჩემი აზრით, ყველა ქართული კლუბი ამ გზით უნდა წავიდეს და სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებული კლუბები შემცირდეს".

მალე მთავარი მწვრთნელი თავის შტაბს წარადგენს, გუნდი კი ჩემპიონატისთვის მზადებას 15 ივნისიდან დაიწყებს. ამ ეტაპისთვის, ჟორჟიკაშვილს მთავარ ამოცანად "ტორპედოს" გაძლიერება ესახება:

"გუნდი 15 ივნისს შეიკრიბება და თავიდან ქუთაისში მოემზადება. სასელექციო მუშაობა გრძელდება - "ტორპედოში" რამდენიმე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ, მოლაპარაკებები უცხოელებთანაც გვაქვს.

ჩემპიონატი 7 აგვისტოს იწყება და ეს პერიოდი საფუძვლიანად უნდა გამოვიყენოთ, მეორე ეტაპს კი უცხოური შეკრებით გავაგრძელებთ, რომელსაც კალენდრის მიხედვით დავგეგმავთ".

შტელინი "ტორპედოსთან" ითანამშრომლებს
გუშინდელ პრეზენტაციასთან ერთად, ქუთაისის "ტორპედოდან" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინიც გააცილეს. მან გუნდიდან წასვლაზე უფრო გახსნილად ილაპარაკა.

Sportall.Ge"სიმართლე გითხრათ, გამგზავრება მიმძიმს. მეგონა, სამი წლით მაინც ვიმუშავებდი. ამის თაობაზე კლუბის დირექტორთან ვილაპარაკეთ და დიდი ხნით დარჩენა მსურდა.

მაგრამ "ტორპედოს" ყოფილ პრეზიდენტს ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა და ეს პირდაპირ მაგრძნობინა - ახალი კონტრაქტი არ იქნებაო.

მერე კი, იცით, რომ "სტანდარდი" დამიკავშირდა, რომელთანაც ახლახან უვადო ხელშეკრულება გავაფორმე.

"ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელები დამელაპარაკნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ბელგიელებთან უკვე შეთანხებული ვიყავი.

თუმცა, მათმა თბილმა დამოკიდებულებამ და საქციელმა ძალიან გამახარა", - ამბობს შტელინი. მან საინტერესო სიახლეც გვითხრა:

"ადრე თუ გვიან, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და სადმე მთაში სახლს შევიძენ.

აქ ზურასთან (ჩაკვეტაძე) და ქართველ მეგობრებთან კონტაქტს შევინარჩუნებ და აუცილებლად ვეცდები, "სტანდარდს" ქართველებზე ინფორმაცია მივაწოდო. მართალია, იქ დუბლების გუნდს ვუხელმძღვანელებ, მაგრამ სკაუტინგსაც შევითავსებ. თუმცა, ჯერ უნდა ვიცოდე, მათ რა მოთხოვნები აქვთ".

ენდელაძე ტორპედოელია
"ლელოს" ინფორმაცია გუშინ კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა: ავთო ენდელაძე ტორპედოელია. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ქუთათურებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილმა ენდელაძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი 16 წლისამ ჩაატარა. ამას გარდა, უთამაშია "ზესტაფონში", "ზუგდიდსა" და "სამტრედიაში", ასევე, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
აშვეთია, ჯანაშია და იონანიძე დავიმატოთ? )))))
თემოს – კახუჩელა
10 ივნისი 2016 12:58
0
ჩამოიყვანეთ მათე,ალბათ სიამოვნებით წამოვა
vaxvax
10 ივნისი 2016 12:47
0
ბევრი ებრძოლეს ზურას,მაგრამ ვაი უსამართლო ხალხი ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს,სამართლიანობა მუდამ ადრე თუ გვიან მყარდება..კარგია რომ ზედმეტი მეტასტაზები ჩამოცილდა ტორპედოს.
Rati
10 ივნისი 2016 12:45
0
რა ვაწაძე? აშვეთიაზე ან იონანიძეზე ან,ჯანაშიაზე მაგარია? ცოტა აზრზე მოდი
თემო
10 ივნისი 2016 12:43
0
გვეშველა და ეგაა ენდე მაგრად გამიხარდა მაგრამ მეპატრონე ხო საერთოდ უმაგრესი ამბავია . ისე ხალხო გინება თუ იცით მადლობაც არაა ისე ცუდი სიტყვა რას იტყვით? ვის მოუყვანია მეპატრონე ხედავთ?
ტორბედო ფორევერ
10 ივნისი 2016 12:42
0
შტელინმა გუნდი ფსკერიდან ამოიყვანა,კარგი იყო ამ ადამიანის ჩამოყვანა,მაგრამ ფეხბურთან საერთოდ მოდებაში მყოფი პირი რომ დანიშნეს(ან რატომ დანიშნეს?)ამან შეიტანა ასეულობა,ჯერ ირანელებიო,მერე შტელინი ჩამოაცილა 4 ტური გუნდს,აქედან სამი წავაგეთ.შემდეგ რაგაც კომენტარების კეთება დაიწო,ამ ინტერვიუმ კი ყველაფერს ნათელი მოჰფინა..ზოგისაგან განსხვავებით ძალიან გამიხარდა სპონსორის მოსვლა.





kutaiseli
10 ივნისი 2016 12:41
0
რა ვქნა უნდა ვთქვა - ყოჩაღ რა ჩაკვეტაძეს ესაა არაფერს აკეთებსოო ტვინი რომ ...? მაგარი ამბავია ძაან. ტორპედოს დიდი წარმატებები ელის მიხარია
ტორპედო-ტორპედო
10 ივნისი 2016 12:39
0
წარმატებები ტორპედოს ... ძალიან მაგარი ამბავია ყველასთვის ვისაც გული შესტკივა ტორპედოზე ...
ni-ka
10 ივნისი 2016 12:36
0
ახდა ოცნება,აღარ გვეყოლება ბიუჯეტის ფულზე გუნდი.ეხლა ბოღმიანებო ალბათ გულზე სკდებით,მაგრამ თქვენ ისეთი ხალხი ხართ ჩემპიონებიც რომ გავხდეთ მაინც არ გაგიხარდებათ,ამიტომ თქვენზე ადამიანებბმა დრო არ უნდა დაკარგონ,წინ იხედონ და საქმეს მიხედონ,ისე როგორ ეს ბოლო თვეებია როცა გაპარტახებული გუნდი ჩაიბარეს!
lado
10 ივნისი 2016 12:32
0
მადლობა ეკუთნის შტელინს წარმატებები მას რაც შეეხება კლუბში სპონსორის მოსვლას იმედია მორიგი ავანტიურა არ იქნება და ეს პროექტი გაამართლებს იმიტომ რომ საქართველოს საკლუბო ჩეპიონატს ჰაერივით სჭირდება ძლიერი წელგამართული 2 კლუბი და ეს რათქმა უნდა ტორპედოც უნდა იყოს (ტრადიციები, ქალაქის სიდიდე, გამორჩეული ფანობა) თუნდაც ორი კლუბი და არა მხოლოდ ერთი ძლიერი კლუბი ამით ვერც თვითონ და ვერ სხცა კლუბები ვერ განვითარდება და მთლიანობაში ეროვნული ჩემპიონატ, წარმატებები ტორპედოს და ყველა ქართულ კლუბს.
baggio
10 ივნისი 2016 12:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული