ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

AutoSharing Option
ფოტოზე: შეხვედრა საღორიას ბაზაზე
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა...

წარდგენა
"ტორპედოს" ახალმა ხელმძღვანელობამ საღორიის ბაზაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე იცით - კობა ჟორჟიკაშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ზურაბ ჩაკვეტაძე იმუშავებს.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, ზაალ ჩაჩავა კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორია. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული
პირების რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია "ქროსვეისთან", თეიმურაზ უგულავასა და შპს "მეგაფუდთან" ერთად, ხოლო 2009 წლის თებერვალში წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

"ტორპედოში" ჩვენი ჯგუფის მოსვლა უდიდესწილად ზურაბ ჩაკვეტაძის დამსახურებაა. ბოლო დროს კლუბში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები, ვიცნობთ ვითარებას და, აქედან გამომდინარე, ყველას გთხოვთ, ინტრიგებს ნუ აჰყვებით. წინ უნდა გავიხედოთ.

ჩვენ "ტორპედოსთვის" ყველაფერს გავაკეთებთ. მიზანი ერთია: "ტორპედო" ძლიერ კლუბად ვაქციოთ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება და ევროპულ ტურნირებზე სისტემატურად ითამაშებს", - ამბობს ზაალ ჩაჩავა.

საინტერესოა, რომ ქუთაისელთა ახალი ხელმძღვანელი ამ ქალაქში გაზრდილი ოლიმპიური ჩემპიონის, ქართული სპორტის ლეგენდის სიძეა. ეს თავად თქვა:

"კარგად ვიცით, რა საქმესაც ვკიდებთ ხელს. ისიც იცოდეთ, რომ ქუთაისი ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქალაქია, რადგან ჩემი მეუღლე დიდი კალათბურთელის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის ქალიშვილია".

კობა ჟორჟიკაშვილი: "ჩემთვის "ტორპედოში" მუშაობა უდიდესი პატივია. დიდი ტრადიციების მქონე კლუბის მწვრთნელობა რთულიცაა და საინტერესოც, რადგან შედეგი მოკლე დროში უნდა დავდოთ. მე სწორედ ამისთვის ვარ ქუთაისში.

Sportall.Ge"ტორპედო" არ იმსახურებს იმ ყოფნას, რომელშიც ბოლო დროს აღმოჩნდა.

მივესალმები კლუბის კერძო ინვესტორის ხელში გადასვლას, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს როგორც "ტორპედოს", ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებას.

ჩემი აზრით, ყველა ქართული კლუბი ამ გზით უნდა წავიდეს და სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებული კლუბები შემცირდეს".

მალე მთავარი მწვრთნელი თავის შტაბს წარადგენს, გუნდი კი ჩემპიონატისთვის მზადებას 15 ივნისიდან დაიწყებს. ამ ეტაპისთვის, ჟორჟიკაშვილს მთავარ ამოცანად "ტორპედოს" გაძლიერება ესახება:

"გუნდი 15 ივნისს შეიკრიბება და თავიდან ქუთაისში მოემზადება. სასელექციო მუშაობა გრძელდება - "ტორპედოში" რამდენიმე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ, მოლაპარაკებები უცხოელებთანაც გვაქვს.

ჩემპიონატი 7 აგვისტოს იწყება და ეს პერიოდი საფუძვლიანად უნდა გამოვიყენოთ, მეორე ეტაპს კი უცხოური შეკრებით გავაგრძელებთ, რომელსაც კალენდრის მიხედვით დავგეგმავთ".

შტელინი "ტორპედოსთან" ითანამშრომლებს
გუშინდელ პრეზენტაციასთან ერთად, ქუთაისის "ტორპედოდან" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინიც გააცილეს. მან გუნდიდან წასვლაზე უფრო გახსნილად ილაპარაკა.

Sportall.Ge"სიმართლე გითხრათ, გამგზავრება მიმძიმს. მეგონა, სამი წლით მაინც ვიმუშავებდი. ამის თაობაზე კლუბის დირექტორთან ვილაპარაკეთ და დიდი ხნით დარჩენა მსურდა.

მაგრამ "ტორპედოს" ყოფილ პრეზიდენტს ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა და ეს პირდაპირ მაგრძნობინა - ახალი კონტრაქტი არ იქნებაო.

მერე კი, იცით, რომ "სტანდარდი" დამიკავშირდა, რომელთანაც ახლახან უვადო ხელშეკრულება გავაფორმე.

"ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელები დამელაპარაკნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ბელგიელებთან უკვე შეთანხებული ვიყავი.

თუმცა, მათმა თბილმა დამოკიდებულებამ და საქციელმა ძალიან გამახარა", - ამბობს შტელინი. მან საინტერესო სიახლეც გვითხრა:

"ადრე თუ გვიან, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და სადმე მთაში სახლს შევიძენ.

აქ ზურასთან (ჩაკვეტაძე) და ქართველ მეგობრებთან კონტაქტს შევინარჩუნებ და აუცილებლად ვეცდები, "სტანდარდს" ქართველებზე ინფორმაცია მივაწოდო. მართალია, იქ დუბლების გუნდს ვუხელმძღვანელებ, მაგრამ სკაუტინგსაც შევითავსებ. თუმცა, ჯერ უნდა ვიცოდე, მათ რა მოთხოვნები აქვთ".

ენდელაძე ტორპედოელია
"ლელოს" ინფორმაცია გუშინ კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა: ავთო ენდელაძე ტორპედოელია. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ქუთათურებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილმა ენდელაძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი 16 წლისამ ჩაატარა. ამას გარდა, უთამაშია "ზესტაფონში", "ზუგდიდსა" და "სამტრედიაში", ასევე, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მარცვალაძე რა ცუდია? რითია ნაკლები ვაწაძეზე? მეტი თუ არაა კიდევ
giga
11 ივნისი 2016 02:59
0
იცით ძალიან გახარებული ვარ!მინდა ტორპედო მუდამ კარგად ასპარეზობდეს!ბინძურად ხმას ესეიგი იღებდა ივიცი ხალხი და მართლაც ბიუჯეტის მღრნელი ტიპაჯები,აი პრეზიდენტი რომ ერქვა იმ ჩინოვნიკური თაობის ყაიდის ადამაინი.თორემ ვინც თანამედროვედ ხედავს და გუნდის პრობლემა დაინახა დირეკტორის სახით მან უმოკლეს ხანში სპონსორი მოიზია,რაც მის წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავ,ასევე შტელინის ჩამოყვანაც პლიუსი იყო.ეს იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტის ფუკლის ღრნა ვისაც უნდოდა ისინი დამარცხდნენ.
simartle
10 ივნისი 2016 18:09
0
ლეგიონერებთან ერთად მარცვალაძეც დაიმატეთ, ტორპედოს უდავოდ გააძლიერებს.
bebeto
10 ივნისი 2016 17:43
0
კერძო მესაკუთრე ძალიან კარგია, უფრო გრძელვადიანად შეხედავს კლუბს და თუ საქმის კეთება იცის, თანმიმდევრულად გააკეთებს ყველაფერს. თუმცა, არაფერი ვიცით ახალი მესაკუთრის გეგმების შესახებ, ამიტომ წინასწარ ტაშის კვრა და სიხარულით ხტუნაობა არა მგონია ჯერ ღირდეს - კლუბში ინვესტიციას აპირებენ თუ არა და თუ აპირებენ, რამდენს, ამის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. და კიდევ - მესაკუთრე და სპონსორი ერთი და იგივე არაა, სპონსორი სტატიაში საერთოდ არაა ნახსენები. დაველოდოთ კონკრეტულ ინფორმაციას!
Kote
10 ივნისი 2016 17:41
0
მოიყვანეთ რა უცხოელი ფეხბურტელები ....ურუგვაიში კარგი ფეხბურთელებია დაბალი ხელფასებიაქვთ... შეიძლება კარგი ფეხბურთელების დათრევა და თან იაფადაც...4-5 საშუალო დონის უცხოელი მოსაყვანია უეჭველი
Borce
10 ივნისი 2016 16:15
0
ძალიან მაგარი ამბავია .ეხლა ერთი ორი გუნდიიც მოდზლიერდეს და წამოვიწევით წინ ინფრასტრუქტურას მიეხედება იმედია გუნდებში რო კლასი ავამაღლოთ
დინამო
10 ივნისი 2016 14:40
0
ზურა პროფესიონალია
ruslan
10 ივნისი 2016 14:36
0
არავის აქ,მადლობა არ უთქვამს იმ ადამიანებისათვის ვინც გადაწყვიტა თავისი ფული დახარჯოს გუნდისთვის!მადლობა ამ ადამიენებს!მადლობა იმ ხლახს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ხალხის მოყვანაში.კლუბის დირეკტორს კი მადლობა უნდა უთხრას ქალაქმა რადგან ქალაქში ინვესტორი შემოიყვანა.
avto
10 ივნისი 2016 14:34
0
ყველას ვთხოვ,თუ ჩემი თხოვნა რაიმეს ნიშნავს!ნუ მტრობთ გუნდ,ყველას ნუ ჰგონია ამ ქვეყანაზე რომ ფეხბურთი და პოლიტიკა იცის!13 ადგილიდან იგივე ფეხბურთელებით მე-6 გავედით.მანამდე კი დაშლილი იყო გუნდი და წინა ჩემპიონატის წინ შეიკრიბნენ,არადა ყველამ გაანძრიეთ თავები,გუნდის შექმნა ურთულესი პროცესია და 2-3 წელი ჩირდება.,აქ კი მუშაობას ვინ გაცლის მუდამ ტრობაა!ნუ იქნება მტრობა!შტელინი რომ ჩამოვიდა ეს გადაჭყვეტილება სწორი იყო,გუნდმა მართლა მაგრი ფეხბურთი აჩვენა,მაგრამ ამასაც დრო დასჭირდა.მერე კიდე პრეზიდენტმა არია ტორემ შეგვეძლო წელსვე ევროტურნირის საგზურის მოპოვება.შტელინი თუ სწორად ჩამოიყვანეს,სტადიონს მიხედეს,უეფას ლოცენზია აიღეს,ესეიგი იცის ამ ხალხმა საქმე და მტრები ვერაფერს სეიგნებენ,მაგრამ ვინც მტრებს ყვება იმ ხალხს მოვუწოდებ:აღარ აყვნენ ნამდვილ უცოდინარ ბოღმიან ხალხს!სპონსორის მოყვანით ხომ საბოლოო პენალი დაარტყა ამ ხალხმა.წინ ტორპედო!
gia
10 ივნისი 2016 13:17
0
ვაუ "ტორპედო" ძლიერდება აბა იქნება სერიოზული კლასიკო "დინამო"–"ტორპედოს" სახით საქართველოში ჩაკვეტაძეს ფანები აგინებებნ და ეს კაცი ასეთ კარგ საქმეებს თუ აკეთებს აქ მაშინ რაღაცაში იყო საქმე ყოფილ პრეზიდენტს ხომ იყვნენ შეკრული "ტორპედოს" ფანები?
თბილისელი
10 ივნისი 2016 13:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული