გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროპალიგისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, გორელებმა საკონტროლო შეხვედრები უკვე დაგეგმეს, მათ შორის, საერთაშორისოც - სომხურ "შირაქთან" და აზერბაიჯანულ "გაბალასთან".

რა თქმა უნდა, ეს საშური საქმეა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გუნდი კარს მომდგარ ევროთასებს მზადყოფნაში შეხვდეს. საამისოდ კი უჩა სოსიაშვილს შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება სჭირდება...

დუეტის ფასი
რა თქმა უნდა, ევროსტარტამდე "დილას" რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. მათ შორის, არ არის გამორიცხული, ლეგიონერებიც იყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გორელთათვის ის იქნება, შეძლებენ თუ არა ორი ლიდერის, ოთარ მარცვალაძისა და გუგა ფალავანდიშვილის შენარჩუნებას.

როგორც შევიტყვეთ,
22 წლის ფალავანდიშვილის გადაბირება საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" სურს. ეს გასაკვირი სულაც არ არის. ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი დღითიდღე პროგრესირებს და მან უკვე ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც ითამაშა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია 31 წლის ფორვარდის, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ოთარ მარცვალაძის შენარჩუნება. როგორც გავიგეთ, მარცვალაძის გადაბირება ერთ-ერთ უცხოურ კლუბს სურს.

გვითხრეს, რომ მარცვალაძეცა და ფალავანდიშვილიც "დილაში" სიტუაციის გარკვევას ელიან და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ. ფაქტია - თუ გორულ კლუბში ვითარება არ გამოსწორდა, გუნდს წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

ამ დროისთვის, "დილა" მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ეს გახლავთ გიორგი ჩელებაძე, ვინც ჯერჯერობით ქობულეთის "შუქურაში" ვარჯიშობს.

შიდა ბაზარი და სპონსორის იმედი
"ლელომ" შეიტყო, რომ გვირაბის ბოლოს შუქი კი ჩანს, ოღონდ რამდენად იქნება ეს საკმარისი იმისთვის, რომ "დილამ" წარმატებით ითამაშოს ევროთასებზე, ჯერ რთული სათქმელია. საქმე ისაა, რომ "დილას" ხელმძღვანელობა პოტენციურ სპონსორს ელაპარაკება და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი.

ევროპალიგამდე "დილა" რამდენიმე ფეხბურთელსაც დაიმატებს. გორელები, დიდი ალბათობით, "შიდა ბაზარზე" გავლენ და აქცენტს ქართველ ფეხბურთელებზე გააკეთებენ.

ამბობენ, "დილას" ქუთაისის "ტორპედოს" მცველ გიორგი ქიმაძის გადაბირებაც სურდაო. ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა. ფაქტი ისაა, რომ ქიმაძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარცვალადზე ტორპედოს გაადზლიერებდა.
ანატოლი
15:31 10-06-2016
0
დინამო ერტ ეტაპსაც ვერ გაივლის,ასე რომ გუგას ტავი დაანებონ ტვინს ნუ ურევენ
დილა
15:25 10-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული