აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა.
კილასონიას თქმით, ბოლნისელებს მისი შენარჩუნება სურდათ, ამიტომ ახალი კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა გარკვეული დეტალების გამო, საბოლოოდ, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება არ შედგა.
როგორც კილასონიამ გვითხრა, მისი მომავალი კლუბიც გარკვეულია - ფეხბურთელი კარიერას პირველლიგელ "რუსთავში" გააგრძელებს, რომელთანაც 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.