ზუგდიდში წელი იმედიანად დაიწყეს

AutoSharing Option
"ბაიამ" სეზონის მეორე ნახევარი ბოლნისის "სიონის" ძლევით დაიწყო და ამითი სატურნირო ცხრილშიც წაიწია. საკითხავი ისაა, როდის გამოსწორდება ზუგდიდურ კლუბში ფინანსური მდგომარეობა. "ბაიას" ამ მხრივ საქმე იდეალურად ნამდვილად არ აქვს, მაგრამ, როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა გვითხრა, მცირედი ძვრები მაინც არის.

"ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს იანვრის ხელფასები დაურიგდათ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი კუთვნილ გასამრჯელოს მომავალშიც შეუფერხებლად მიიღებენ. ეს ახალი ამბავი ბიჭებისთვის დიდი სტიმულია, "სიონთან" გამარჯვებისთვის ჩვენმა ფეხბურთელებმა თავგამოდებით იბრძოლეს", - ამბობს ქომეთიანი.

მასთან საუბრისას ისიც შევიტყვეთ, რომ "ბაიას" მცველ გიორგი
კვესეიშვილის უზბეკურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. კვესეიშვილი საქართველოში რამდენიმე დღით დაბრუნდება და ზუგდიდელებთან მოლაპარაკების შემდეგ თავის ახალ კლუბს შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული