გიორგი ხიდეშელისა და ნიკოლოზ გელაშვილის საწვრთნელ პროცესში ჩართვის ამბავი უკვე გამცნეთ, ზურაბ მენთეშაშვილის თაობაზე კი სიახლეებია, თანაც არცთუ სასიამოვნო. გამოცდილი ნახევარმცველის "ზესტაფონში" ჩარიცხვას თითქოს წინ ვერაფერი უნდა აღდგომოდა, მაგრამ დღეები გადის, სეზონი განახლდა და მენთეშაშვილს იმერულ კლუბთან კონტრაქტი ჯერაც არ გაუფორმებია.
ამის ზუსტი მიზეზები ვერ დავადგინეთ,
აქვე ზურაბ მამალაძის შესახებაც გეტყვით, რომელმაც, როგორც გახსოვთ, ესპანურ შეკრებაზე, პრაღის "სპარტასთან" მატჩისას მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ ვეღარ ვარჯიშობს. მის არყოფნაში როინ კვასხვაძის დუბლიორი 18 წლის კახაბერ მეშველიანი იქნება.
29 წლის მეკარეს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჯერ არ გაუვლია და ამიტომაც ექიმები მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტ ვადებს ვერ ასახელებენ. უახლოეს პერიოდში მედიკოსები მისი მუხლის მდგომარეობას ბოლომდე შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის განაახლებს ზურა თამაშსა და ვარჯიშს. არსებობს საფრთხე, რომ მან მწყობრში ჩადგომა სეზონის ბოლომდე ვერ შეძლოს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, უფრო ადრეც გამოკეთდეს.
ბოლოს ისევ დასჯილ დუეტზე ვთქვათ - "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე ხიდეშელი და გელაშვილი "დინამოსთან" მატჩის სავარაუდო 18-კაციან განაცხადში არ არიან...
.