სამტრედია-კუკეში 4:0 - შეკრება ალბანელების განადგურებით დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი"სამტრედია" სლოვენიაში ჩავიდა და ევროპალიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გია ცეცაძის გაწვრთნილები ბალკანეთში სეზონისთვის მზადების მეორე ეტაპს გადიან.

"სამტრედიამ" პირველი საკონტროლო შეხვედრა 18 ივნისს ალბანეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსან "კუკეშთან" გამართა. საინტერესოა, რომ ეს გუნდი ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილებს შორის მოხვდა და სამტრედიელთა შესაძლო მეტოქეებში ფიგურირებს...

"კუკეში" ევროპალიგაზე 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. პირველივე წელს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის კანდიდატი იყო, სამი შესარჩევი მოიგო და პლეი ოფში "ტრაბზონთან" დამარცხდა. პირველივე კვალიფიკაციაში მხოლოდ ერთხელ ჩავარდა - ეს 2014 წელს მოხდა, როცა ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა ალმათის
"ქაირათმა" მოუგო. შარშან კი ალბანელები მე-3 ეტაპზე გავიდნენ, სადაც ვარშავის "ლეგიასთან" დამარცხდნენ. ასე რომ, ქართული გუნდისთვის ძლიერი მეტოქე უნდა ყოფილიყო.

ამიტომაც იყო მოულოდნელი, რომ "სამტრედიამ" ალბანელები 4:0 გაანადგურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბაჩანა არაბულმა დუბლი შეასრულა, ერთიც დავით ჯიქიამ გაიტანა, მეოთხე გოლი კი ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა.

სამწუხაროდ, სამტრედიული კლუბი მწირ ინფორმაციას ავრცელებს და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მატჩზე ბევრი დეტალი ვერ შევიტყვეთ. მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დავაზუსტეთ - ორი საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, ცეცაძის გაწვრთნილებმა კი ალბანელებს ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს. მეორე ნახევარში "სამტრედიას" მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა და თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგოებსაც მისცა.

სამტრედია (ძირითადი შემადგენლობა): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - ჯიქია, არაბული, რაჟამაშვილი - ზივზივაძე.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი 22 ივნისს ბუქარესტის "დინამოსთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
guro

ვაჟკაც,აბა ჰკითხე სამტრედიელ ფეხბურთელებს ისე ფიქორბენ როგორც შენ?
დიდხანს ირბენ გულით, უფულოდ,ჩაუცმელი,ბომჟივით და მხოლოდ ენთუზიაზმით?ახლა ზაფხულია, იქნებ საერთოდ შიშვლებმა ირბინონ, რა საჭიროა სამოსი და გამართული ფორმა-ბუცები არა?
რომ დაწერ რაიმეს, ჯერ ხომ ტვინით უნდა იფიქრო?
Budu
10:21 21-06-2016
0
ჩვენი ოქრო ბიჭები მთელი გულით თამაშობენ თქვენ გენაცვალეთ. ცოტა ხანში გაირკვევა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე პირველ საკვალიფიკაციოზე და დარწმუნებული ვარ არც იქ შევრცხვებით მე მჯერა ჩვენი ბიჭების
სამტრე
14:50 20-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული