თბილისის "დინამო" დღეს ვარშავის "ლეგიას" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

დღეს, 23 ივნისს, საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს.

"დინამოს" მეტოქე პოლონეთის ჩემპიონი, ვარშავის "ლეგია" იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება.

იურაი იარაბეკის 22-კაციანი გუნდი ავსტრიულ დაბა-სენტ იოჰანში 20 ივნისს ჩავიდა.

ავსტრიულ შეკრებაზე დინამოელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ: 26-ში - რაზგრადის "ლუდოგორეცი", 29-ში - "მაქაბი ჰაიფა" და 4 ივლისს - კიევის "დინამო".

იურაი იარაბეკის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან: გიორგი ლომაია, ანტონი სკრიბე, გიორგი თევზაძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, მატია შპიჩიჩი, რენე ფერეირა,
უჩა ლობჟანიძე, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, სტეფან ველევი, მათიას კურიე, ვახო ჭანტურიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, მიკელ ალვარო, ბექა მიქელთაძე, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, დავით ვოლკოვი, ნიკოლოზ გელაშვილი და გიორგი ქვილითაია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" წელს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო იქნებ მიბაძოთ სამტრედიას და თუ არ გადაურბენთ,სამარცხვინოდ მაინც ნუ წააგებთ, ძალიან გთხოვთ
ნუკრი
13:35 23-06-2016
0

სიახლეები პოპულარული