ემინ იმამალიევი: "სამტრედია" ქართული გუნდია და ამით ყველაფერია ნათქვამი!

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემინ იმამალიევმა azerisport-თან ევროასპარეზზე აზერბაიჯანული გუნდების მეტოქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთხივე გუნდს ძალიან გაუმართლა, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი შანსი აქვთ, მათ შორის, "გაბალასაც", რომელიც "სამტრედიას" შეხვდება.

"კენჭისყრა მხოლოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან პირველად აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში, ოთხივე გუნდს აქვს შანსი, შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

"გაბალაში" ბევრი ცვლილება მოხდა და რთულია იმაზე საუბარი, როგორი გუნდი იქნება, თუმცა საქართველოში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში "სიონთან" (4:0) და "დილასთან" (2:0) რომან გრიგორჩუკის შეგირდები კარგად გამოიყურებოდნენ. ვნახოთ, რას გვიჩვენებს "სამტრედიასთან" მატჩი.

ადრე ევროთასებზე ეს გუნდი არ მინახავს, მაგრამ "სამტრედია" ქართული გუნდია და ამით ყველაფერია ნათქვამი! დარწმუნებული ვარ, მათ, ისევე, როგორც სხვა ქართულ კლუბებს, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ეყოლებათ.

წინა წელს "გაბალამ" თბილისის "დინამოსთან" დაპირისპირებით დაიწყო, გასცდა და შემდეგ ყველაფერი კარგად წაუვიდა. ვიმედოვნებ, "სამტრედიასთანაც" ასე იქნება", – განაცხადა ყოფილმა ნახევარმცველმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაყურებელი რად გინდათ, პირველ ეტაპს გაცდენილი ქართული გუნდი სად გინახიათ
ზურა
25 ივნისი 2016 00:33
0
ზესტაფონის სტადიონი როგორც ვიცი ხუთ ათასამდე მაყურებელს იტევს განმეორებით თამაშზე გაცილებით მეტი იქნება მსურველი ქუთაისში არ შეიძლებოდა ეს თამაში?
fauqa
24 ივნისი 2016 18:41
0
საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი რომ ევროპა ლიგის თამაშს ვერ მიიღებს სიცხვილია ქუთაისზე მაქ საუბარი სამტრედია ნებისმიერ სტადიონზე იბძოლებს მარა აქ მაყურებლის დატევაზეა საუბარი
dato
24 ივნისი 2016 18:31
0
გაბალას ჯოჯოხეთს მოწყობთ ზესტაფონში საფეხბურთო მხრიდან
ado
24 ივნისი 2016 18:27
0
სამტრედიას გაბალასთან ჭირდება კაი ფსიქოლოგი მეტი არაფერი იმიტომ რომ წნეხი დიდია უკვე ამ გუნდს თხოვენ გაიაროს გაბალა რაც იოლი არ იქნება მარა არც წარმოუდგენელი ასე რომ სამტრედიას მართებს თავდაჯერება
samtredski
24 ივნისი 2016 18:15
0
ერთი ნაკრები ნაკრებს როდის შეხვდება ძალიან მაინტერესებს რააა))))))))!!!!!!!
svani
24 ივნისი 2016 17:38
0
მაგ იმედით იცხოვრე შენ და ძალიან შორს წახვალ :)
jango
24 ივნისი 2016 15:56
0

სიახლეები პოპულარული