შეგახსენებთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იგი დანიურ "ვიბორგში" გამოდიოდა, რასაც თბილისის "დინამოში" რამდენიმედღიანი ვარჯიში და სამარის "კრილია სოვეტოვში" სინჯები მოჰყვა. ფოფხაძე ბოლო ხანს კიდევ რამდენიმე უცხოურ კლუბში დამკვიდრებას ცდილობდა.
"ვიბორგამდე" ფოფხაძემ მცირე ხანი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" დაჰყო, ქართველმა გულშემატკივარმა კი "თბილისის" შემადგენლობაში წარმატებული თამაშით გაიცნო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს ჩატარებული (უმეტესობა ექტორ კუპერის დროს), არაერთხელ