"ზესტაფონმა" გიორგი ფოფხაძეც შეიმატა

AutoSharing Option
"ზესტაფონი" შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ იმერულმა კლუბმა გიორგი ფოფხაძეს ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა. 24 წლის მცველი "ზესტაფონის" შემადგენლობაში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იგი დანიურ "ვიბორგში" გამოდიოდა, რასაც თბილისის "დინამოში" რამდენიმედღიანი ვარჯიში და სამარის "კრილია სოვეტოვში" სინჯები მოჰყვა. ფოფხაძე ბოლო ხანს კიდევ რამდენიმე უცხოურ კლუბში დამკვიდრებას ცდილობდა.

"ვიბორგამდე" ფოფხაძემ მცირე ხანი ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" დაჰყო, ქართველმა გულშემატკივარმა კი "თბილისის" შემადგენლობაში წარმატებული თამაშით გაიცნო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას 7 მატჩი აქვს ჩატარებული (უმეტესობა ექტორ კუპერის დროს), არაერთხელ
უთამაშია ახალგაზრდულ ნაკრებშიც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული