კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "დინამო" დღეს, 6 ივლისს, 17 საათზე, ქობულეთის "ჩელე არენაზე" ხობის "კოლხეთს" დაუპირისპირდება. 9 და 13 ივლისს კი თამაშები 18 საათზეა დანიშნული და ბათუმელები ჯერ ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრებიან, მერე კი ლანჩხუთის "გურიასთან" გრიგოლეთის ბაზაზე გააგორებენ ბურთს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"