"დინამოს" ევროტურნირებზე დავეხმარები - ლადო დვალიშვილი "დინამოს" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავადაც დაუდასტურა.

"კი, კარიერას "დინამოში" გავაგრძელებ. თბილისელებს ევროტურნირებზე დავეხმარები. კონტრაქტი 31 დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული, მაგრამ თუ "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, კონტრაქტის თანახმად, მაქვს უფლება კლუბიდან წავიდე", - გვითხრა დვალიშვილმა.

30 წლის თავდამსხმელი თბილისის "დინამოს" ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა. სხვადასხვა დროს მას რიგის "სკონტოში", ჰაიფას "მაკაბიში", დანიურ "ოდენსეში", ასევე, პოლონურ გუნდებში: "პოლონიასა" და "ლეგიაში" უთამაშია. ბოლოს ლადო პოლონურ "პოგონში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
დვალიშვილი დინამოს გააძლიერებს კიდევ შეიძლება ქართველი ფეხბურთელების ჩამოყვანა დინამოში,მაგალითად ძალამიძე და არაბიძე თან პრობლემები აქვთ თავიანთ კლუბებში, დინამოში კი თავის გამოჩენის საშუალება ექნებათ დინამოსაც მაგრად გააძლიერებდენ.დინამომ ქართული საკლობო ფეხბურთის შელახული პრესტიჟი ევრო ასპარრეზზე უნდა გამოასწოროს.
bebeto
18:20 10-07-2016
0
Akaki მართალი ხარ ძმა.დინამო არის კერძო საკუთრება,სადაც პრეზიდენტი თავის ჯიბიდან და სპონსორებისგან მოზიდული თანხებიდან იხდის ფულს,მათ შორის ტრანსფერებში.ეს კერძო სექტორია და როგორ აკეთებს ფულს თავის თავს პარავს თუ საკუთარ თავს ატყუებს?
qomagi
10:02 10-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული