"კი, კარიერას "დინამოში" გავაგრძელებ. თბილისელებს ევროტურნირებზე დავეხმარები. კონტრაქტი 31 დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული, მაგრამ თუ "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, კონტრაქტის თანახმად, მაქვს უფლება კლუბიდან წავიდე", - გვითხრა დვალიშვილმა.
30 წლის თავდამსხმელი თბილისის "დინამოს" ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა. სხვადასხვა დროს მას რიგის "სკონტოში", ჰაიფას "მაკაბიში", დანიურ "ოდენსეში", ასევე, პოლონურ გუნდებში: "პოლონიასა" და "ლეგიაში" უთამაშია. ბოლოს ლადო პოლონურ "პოგონში" გამოდიოდა.