რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა

AutoSharing Option
ფოტოზე: კახა კაკაშვილი (მარჯვნივ) ახალი გუნდის მაისურით
"რუსთავი" განაგრძობს პირველი ლიგისთვის სამზადისს. ეჭვგარეშეა, ვარლამ კილასონიას მიერ გაწვრთნილი გუნდი, შემადგენლობიდან გამომდინარე, გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

"რუსთავი" ამხანაგურ მატჩებსაც ატარებს. უკვე ვწერდით, რომ კილასონიას შეგირდებმა 3:0 მოუგეს "გაგრას", მეორე შემადგენლობით ფრედ (0:0) ითამაშეს "ალგეთთან"... განსაკუთრებით საინტერესო იყო გორში გამართული ამხანაგური მატჩი, რომელშიც "რუსთავი" ირანის უმაღლეს ლიგაში ახლახან აღზევებულ "მეშინ შაჰრდარს" (თავრიზი) დაუპირისპირდა. საინტერესო მატჩი 2:2 დასრულდა. რუსთაველთაგან ორივე გოლი გამოცდილმა შემტევმა ზვიად მეტრეველმა გაიტანა.

"რუსთავის" სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ალავიძე, ჩიკვაიძე, თაბუკაშვილი,
ვ. კილასონია, ლემონჯავა, გიგაური, სიჭინავა, კაკაშვილი, ზაქრაძე, ციცვიძე, მეტრეველი.

ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი ნარიმანიძეს, ვინც მშობლიური ქალაქის კლუბს თერჯოლის "საპოვნელადან" დაუბრუნდა.

სწორედ ამ მატჩში მოეწონათ ირანელებს 23 წლის ნახევარმცველი კახა კაკაშვილი. მას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. თავის დროზე "ცხინვალსა" და "ჩიხურაშიც" უთამაშია, ცოტა ხნის წინ კი მშობლიური ქალაქის კლუბს დაუბრუნდა.

როგორც შევიტყვეთ, კაკაშვილსა და "მეშინ შაჰრდარს" შორის კონტრაქტი უკვე გაფორმდა.

"ლელომ" კომენტარი სთხოვა "რუსთავის" სპორტულ დირექტორს, ლევან სილაგაძეს:

"ირანელებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ახლო წარსულში ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა მუჯირმა მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურდა. გაირკვა, რომ ჯაბა და თავრიზელების მთავარი მწვრთნელი ადრე თანაგუნდელები ყოფილან. ირანელელებს ძალიან მოეწონათ კაკაშვილის თამაში და, როგორც ვიცი, კონტრაქტიც გაუფორმეს.

რა თქმა უნდა, კაკაშვილის გუნდიდან წასვლის შემდეგ მისი შემცვლელი უნდა მოვძებნოთ. არის მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან, მათ შორის ერთ-ერთი - ნიკა მაისურაძეა. მას უმაღლეს ლიგაში "ცხინვალსა" და "ვიტ ჯორჯიაში" უთამაშია", - გვითხრა სილაგაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
CARMATEBEBS USURVEB KAXUNA KAKASHVILS! UPALI IKOS SHENI MPARVELI! SHENI DROC MOVIDA CHEMO BICHO!
TORNADO-5610
07:36 12-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული