დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი. გაიმართა პლეიოფის საპასუხო მატჩები: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე და მეცხრეადგილოსნები შეხვდნენ, შესაბამისად, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე და მეორეადგილოსნებს. "გაგრა" და "თელავი" საუკეთესო 10 გუნდს შორის დარჩნენ.

გაგრა 2:2 სიონი

(პენალტებში 7:6. პირველი მატჩი 1:1)

დრამატული თამაში გამოვიდა თბილისის დავით პეტრიაშვილზე. საბოლოოდ, "გაგრამ" მოიგო. არადა თითქმის სრული 120 წუთი "გაგრამ" ათი კაცით ჩაატარა...

თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა მასპინძელთა მცველი ლევან გეგეჭკორი გააძევა. უხეშობისთვის ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ VAR-ზე გადაამოწმა და წითლით შეცვალა.

"სიონი" პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა: გამოცდილმა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა საჯარიმოში მიიღო ბურთი და ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე გიორგი ქიმაძემ გაათანაბრა ცაციით. ძირითადი დრო ასეც დასრულდა, 1:1.

დამატებით დროში, 94-ე წუთზე "სიონი" მეორედ დაწინაურდა, კერძოდ, გოჩა ცირდავამ იმოქმედა მშვენივრად, ერთ მცველს გასცდა და მეკარეს ძლიერად დაურტყა - 1:2.

ათ წუთში კი "გაგრამ" მეორედ გაათანაბრა, ამჯერად ბოლნისელთა მცველ ლუკა ნოზაძის ავტოგოლით.

ფრე და პენალტების სერია... რვა-რვა დარტყმა დასჭირდათ გუნდებს და საბოლოოდ, 7:6 "გაგრამ" იმარჯვა.

რუსთავი 1:1 თელავი

(პირველი მატჩი 1:2)

აქაც დამატებითი დრო გახდა საჭირო. მე-12 წუთზე რუსთაველები იუტა ნაკანოს გოლით დაწინაურდნენ. იაპონელი საჯარიმოში კარგად გაერკვა სიტუაციაში და ძლიერი დარტყმით გაუტანა ლევან თანდილაშვილს.

თითქოს ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ 116-ე წუთზე თელავმა გაათანაბრა. შეცვლაზე რამდენიმე წუთით ადრე შესულმა ტატო ჟივიძემ თავურით გაიტანა - 1:1. თელავი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩა.

სხვათა შორის, "თელავმა" "რუსთავს" 2019 წელსაც სძლია პლეიოფში. ოღონდ მაშინ პირიქით, "თელავი" გადმოვიდა და "რუსთავი" გავარდა. მაშინ რუსთველთა კარში გიორგი მამარდაშვილი იდგა.

დაკომპლექტდა 10 გუნდი, რომლებიც გაისად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ: "იბერია 1999", "ტორპედო", "დილა", "დინამო" (ბთ), "სამგურალი", "კოლხეთი 1913", "დინამო" (თბ), "გაგრა", "თელავი", "გარეჯი".

erovnuliliga.ge

გულშემატკივარი
ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდების 99% ფინანსური ფრობლემა აქვს, სტატიონები ისეთ დღეშია ვაი მაგ ქონას კობიაშვილსაც უნდა ააცმევინონ
xxx
ეს თელავი ყოველ წელს ფლეი ოფს როგორ უნდა თამაშობდეს? არადა სეზონის წინ იძახდნენ არგენტინელი მცველი ჯინო პერუცი დავიმატეთ ნებისმიერ დროს შეუძლია მესის დაურეკოსო.
ცოტნე
გაგრას ნაირს რა უნდა უმაღლესშო არა სტადიონი, არა გულშემატკივარი … სულ წუწუნინიმაზე რომ ფული არ აქვთ… კაროჩე რა
იბერიელი
ვულოცავ გაგრას და თელავს მაგრამ, მგონია რუსთავი და სიონიც კარგი გუნდებია და იმსახურებდნენ გადმოსვლას ლიგა 1 ში, ლიგა ორი კი 16 გუნდიანი უნდა იყოს , სპეციალისტები იტყვიან ალბათ, როგორ სჯობს ისინი პროფესიონალები არიან,სიონს , რუსთავს , სამტრედიას, და ვიტ ჯორჯიას ვუსურვებ წარმატებებს , მადლობა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
ზურიკოს შეძენის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგულმა კლუბმა გამოთქვა
სპალეტის ზღაპრული ანაზღაურება შესთავაზეს და შეიძლება რონალდოს გუნდის მწვრთნელი გახდეს
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
პერინი კვლავ ალეგრისთან? - იტალიელი მეკარე ახალ გუნდს ეძებს
კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება
[VIDEO] დიდებული დახვედრა - როგორ შეხვდნენ ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებაზე ჩასულ დე ბრუინს "პარტენოპეის" ფანები
სრული ნდობა ტუდორს - "იუვენტუსი" ხორვატ მწვრთნელს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
ბალოტელიმ "სიონთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ბალოტელი "ადანა დემირსპორში" გადავიდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. II ტური. "თელავი" - "კოლხეთი 1913" [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...
კახური დერბი "თელავმა" მოიგო
ეროვნული ლიგა. V ტური. "დილა" - "თელავი" [LIVE]
"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
"სამგურალი" ძმები ხორხელებით გაძლიერდა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
ეროვნული ლიგა. III ტური. "ტორპედო - "თელავი" [LIVE]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები
"რუსთავი" იაპონელი გარემარბით გაძლიერდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს