თბილისის "ლოკომოტივმა" საგურამოში მზადება დაასრულა და ავსტრიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც თურქეთში არ ემზადება - ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდი, ტრადიციულად, შეკრებას ავსტრიაში ამჯობინებს.

ამ უქმეებზე კი "ლოკომოტივმა" საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართა პირველი ლიგის ბინადარ "მარკ სტართან" და ლუკა კიკაბიძის, გეგა დიასამიძის, რატი არდაზიშვილის, უმცროსი გიორგი კიკნაძისა და ირაკლი ბუღრიძის გოლებით 5:0 დაამარცხა.

ლოკომოტივი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ფოფხაძე, ბ. მახარაძე, სამურკასოვი, დ. ჩაგელიშვილი, გ. დიასამიძე, ლ. კიკაბიძე, მ. გავაშელიშვილი; შეცვლაზე: თევდორაძე, მზევაშვილი, პატარკაციშვილი, გაბაძე, წივწივაძე, ქიქავა, ვ. არველაძე, ბუღრიძე, კიკნაძე, არდაზიშვილი.

"მარკ სტართან"
სპარინგით "ლოკომოტივმა" შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და 17 ივლისს ავსტრიაში გაემგზავრა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სარაგოსას გუნდი გრაცთან ახლოს, დაბა ზოჰაუს სასტუმრო "ოსტერაიშერ ჰოფში" დაბინავდება.

დადგენილია საკონტროლო მატჩების განრიგიც: 20 ივლისს უნგრეთი მე-2 ლიგის "ზალაეგერშეგთან", 23 ივლისს - ისრაელის უმაღლესლიგელ ფეთახ-თიკვას "მაკაბისთან", 26 ივლისს თურქეთის სუპერლიგელ "ქასიმფაშასთან", ხოლო შეკრება 29 ივლისს, ასევე თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელ "ქაისერისფორთან" მატჩით დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული