გორის "დილა": გამარჯვება "გარდაბანთან", ფრე "ბორჯომთან"

AutoSharing Option
გორის "დილა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისათვის ემზადება. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს. "დილა" ჯერ პირველ ლიგაში აღზევებულ "გარდაბანს" შეხვდა და 4:0 მოუგო.

ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში გიორგი ერისთავმა გახსნა. მალე თავი ლევან ნონიკაშვილმა გამოიჩინა, რასაც გორის საფეხბურთო სკოლის აღზრდილის, გიორგი კურმაშვილის დუბლი მოჰყვა.

დილა: ბეგაშვილი, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ლომიძე, სამხარაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ნონიკაშვილი, ერისთავი, გამცემლიძე, მოდებაძე; შეცვლაზე: ქათამაძე, კურმაშვილი, კაპანაძე.

ამის შემდეგ "დილა" სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებით დაუპირისპირდა "ბორჯომს". შეხვედრა 1:1 მორჩა. გორელთა რიგებში თავი კაპანაძემ გამოიჩინა.

როგორც კლუბის
პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ კარტოზიამ გვაცნობა, ამ დროისთვის "დილა" ყველა იმ ფეხბურთელს ინარჩუნებს, რომლებიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გუნდში დარჩნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოეე კიკა ზაგრები კიდე დააგვანახებს რო საქართველოს ჩემპიონი ბანდაა და თავი აკონტროლე თუ შეილება ჯერ ისედაც მთელ ქვეყანას გულში არჩაჰქრის ეგ შენი დინამო და ზაგრებთან მაინც აბალეშიკე ეს ხალხი თორე მანდაც მოგიწევთ 20 კაცით ჯდომა დინამოზე.
fcb
21 ივლისი 2016 21:50
0
შენ ძმაო რო იცოდე რაც ხდება გუნდშიო ამას არ იტყოდი და მოდი თავი შეიკავე ამგვარი კომენტარებისგან
KIKAS
21 ივლისი 2016 15:52
0
კიდე კარგათ ეთამაშა ამ შემადგენლობით დალა შირაქს.წელს თუ გაძლიერება ვერ მოასწრო დიდი ალბათობით გავარდება გარდამავალი ჩემპიონატიდან.
ბექა
21 ივლისი 2016 15:37
0
კიკა შენ ალბათ არ იცი რა ხდება გორის დილაში და ბევრს ნუ ლაპარაკობ "ძამა"
კიკას
21 ივლისი 2016 14:35
0
მას შემდეგ რაც შირაქთან წააგო დილამ, მას მერე ამ გუნდზე სულ დავკარგე წარმოდგენა. დინამომ დაგვანახა რა დაბალი დონის გუნდები ყოლია სომხეთს. მათთან წაგების მერე თავი აღარ უნდა გამოყო გარეთ ძამია.
კიკა
21 ივლისი 2016 13:35
0
კარტოზია ცოცხალი ყოფილა?! 19 თამაში იყო ბორჯომთან და დილას პრესსამსახურს ერთი სიტყვაც არ დაუწერია ან რა ანგარიში მორჩა,ან ვინ ათამაშეს(11 კაცი თუ მოაგროვეს)მარტო ფული ფული მაგას გაიძახიან.
1
21 ივლისი 2016 13:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული