"სამტრედიამ" ამხანაგურ მატჩში ბოლნისის "სიონი" დაამარცხა

AutoSharing Option
ნაკრების საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში "სამტრედიამ" ბოლნისის "სიონს" 2:1 მოუგო.

"სიონის" შემადგენლობაში ანგარიში ოთარ კობახიძემ გახსნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "სამტრედიის" მეკარე ომარ მიგინეიშვილმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გიორგი ჯანელიძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია.

"სამტრედიამ" ლაშა შერგელაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ აღადგინა წონასწორობა. გამარჯვების გოლი კი აკაკი ნინუამ გაიტანა.

სიონი (პირველი ტაიმი): ილუშჩენკოვი, კასრაძე, თოთაძე, ხურცილავა, გაფრინდაშვილი, სანტოსი, ჯანელიძე, ვასაძე, კობახიძე, ლობჯანიძე, ვოლკოვი; მეორე ტაიმი: ილუშჩენკოვი, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, ხურცილავა (გიორბელიძე), სანტოსი, ვასაძე, ჯანელიძე (უგულავა), ზვიად ლობჯანიძე (შინდაგორიძე),
კობახიძე (სიხარულიძე), ვოლკოვი (ფოფხაძე).

სამწუხაროდ, "სამტრედიის" არც ოფიციალური საიტი და არც "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი არაფერს იტყობინება გუნდის შემადგენლობის თაობაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული