არანაირი ვაწაძე! - თბილისის "დინამოში" მათეს ტრანსფერს გამორიცხავენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი მძიმე საკადრო პრობლემის წინაშე დადგა. გუნდი ორმა ფორვარდმა დატოვა - გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდმა" იყიდა, ნიკა გელაშვილმა გუნდი საკუთარი სურვილით დატოვა და მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ასე რომ, სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში წინა ხაზზე მხოლოდ მარტინიკელი მატიას კურიე და ლადო დვალიშვილი დარჩნენ. არადა, ბერძნულ პაოკ-თან ევროპალიგის საპლეიოფო მატჩი კარსაა მომდგარი.

სწორედ ამ ტალღაზე გავრცელდა ხმები, თითქოს "დინამო" დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელის, მათე ვაწაძის დაბრუნებას აპირებდა.

27 წლის ფორვარდმა თბილისური კლუბი 2011 წელს დატოვა და კონტრაქტი ნიჟნი
ნოვგოროდის "ვოლგასთან" გააფორმა, შემდეგ გორის "დილაში" გამოდიოდა, 2012 წლიდან კი "ორჰუსშია", სადაც 28 გოლი გაიტანა, ბოლო პერიოდში კი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩა...

თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ "დინამოდან" მისთვის არავის დაურეკავს და არც ის დაუმალავს, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების დიდი სურვილი არც აქვს, მაგრამ ბოლო მომენტამდე იყო იმედი, რომ ვაწაძე "დინამოს" დაეხმარებოდა. თუმცა გუშინ თბილისური გრანდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა (ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა) "ლელოს" გარკვევით უთხრა, რომ ეს მოგონილი თემაა.

"ვაწაძისადმი დიდი პატივისცემისა და იმის მიუხედავადაც, რომ ასეთი თავდამსხმელის დამატებას გუნდში ნამდვილად ვისურვებდით, მოლაპარაკება არ გვქონია. ბერძნებთან პირველი თამაში კარს მოგვადგა და ამ ტრანსფერზე ლაპარაკი ახლა უსაფუძვლოა", - ასეთია რეალობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
Rogor chamorchenilxart tanamedrove cxovrebas sakutreba, politika da sportuli cxovreba agreuli gaqvt ertmanetshi. ggoniat ro kvelapershi erkvevit da kvelaperi icit chveni dinamos pegburtelebivit codoni xart :-) cnobistvis vitom politikosebi chemshi zizgis Mets arapers icveven nacebic da qocebic :-)
Dato-realoba
20:12 10-08-2016
0
dato - რეალობა

ასპირინი დალიე ენმ-ნაცფეხბურთგულშემატკივარო რეალობას აცდენილო დათო და გაგივლის ეს მოლანდებები პოლიტიკურ თემაზე.
თუ არ გიშველოს, ფსიქიატრთან მიდი :)
jarji21
18:00 10-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული