"სპარტაკმა" "სამტრედიას" ვერ უმასპინძლა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, უმაღლეს ლიგაში სრული ტური ვერც ამჯერად ჩატარდა. თუკი თბილისური, რუსთავული და ბოლნისური სტადიონების თოვლისგან გაწმენდა დროულად მოხერხდა, გორში უფრო დიდი ნალექი მოვიდა და "ქართლის" სტადიონის პერსონალმა მოედნის მოწესრიგება ვერ შეძლო.

"სპარტაკი"-"სამტრედიას" მატჩის გადადების გადაწყვეტილება არბიტრმა ჯენერი ხორავამ, მსაჯთა დამკვირვებელმა ოთარ გუნთაძემ და დელეგატმა გელა კეტაშვილმა მიიღეს.

შეხვედრის გამართვის თარიღი მალე დადგინდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ისედაც შეჭირვებულმა სამტრედიელებმა გორამდე და უკან ფუჭად იმგზავრეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული