ერმაჩენკოს ბოლო კლუბი მოლდოვური "ზორია" იყო, რომელთან ერთადაც 23 წლის ნახევარმცველმა მოლდოვის თასი მოიგო. "ზუგდიდის" მაისურით მას დებიუტი გორში, "დილასთან" ჰქონდა, სადაც მისი ახალი კლუბი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
მეკარე კი, რომელიც სულ მალე ოფიციალურად მოაწერს კონტრაქტს ხელს "ზუგდიდთან", "ვოლინისა" და "ოლიმპიკის" 28 წლის ყოფილი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოა.
შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდის" შეძენით უკრაინელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი და მოლაპარაკებებსაც აწარმოებდნენ. როგორც კლუბის პრესსამსახურმა გვითხრა, ორი უკრაინელის ტრანსფერი არანაირად არ უკავშირდება ინვესტორებს,
- "ზუგდიდით" უკრაინელი ინვესტორები დაინტერესდნენ, მიმდინარეობს მოლაპარაკება
როგორც კლუბში გვითხრეს, კლუბი ჯერჯერობით არცერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია.