დადასტურებულია, რომ 29 აგვისტოს ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ჯერჯერობით, მხარეები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მცირეოდენი დეტალებია დასაზუსტებელ-შესათანხმებელი და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჟორდანია "გურიაში" დაბრუნდება, ამჯერად - მაღალჩინოსნის რანგში.
შეგახსენებთ, რომ ის 80-იანი წლების ტრიუმფალური "გურიის" ცნობილი წევრია. შემდგომში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, აქტიურად ეხმარებოდა მშობლიურ კლუბს, მათ შორის -
სფფ-ის პრეზიდენტობისას ის "გურიის" ლობისტად მიიჩნეოდა. თავადაც აცხადებდა - მართალია, ფედერაციის პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომელიმე კლუბი გამოარჩიოს, თუმცა "გურია" ჩემთვის განსაკუთრებულიაო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"