"დინამოს" სპორტული დირექტორი: საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მაქვს კონტაქტები

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი ლევან გაბრიჩიძე დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გაბრიჩიძე "დინამოს" ახალ სპორტულ დირექტორად დღეს გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარადგინა.

ფიფიამ გაბრიჩიძეს გუნდის გაახალგაზრდავება დაუსახა მიზნად.

- რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მსურს განვუცხადო რომან ფიფიას ნდობისთვის. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, "დინამოსთან" დაკავშირებით კარგა ხნის განმავლობაში გავდიოდით კონსულტაციებს. წინადადება დაახლოებით 1 კვირის წინ მივიღე.

2010 წლიდან ვარ საფეხბურთო სამყაროში. სპორტული სააგენტოს დამფუძნებელი ვარ, რომელიც სკაუტინგს ემსახურება - საკმაოდ
ბევრი კონტაქტი მაქვს ძლიერ კლუბებთან და ორგანიზაციებთან. იტალიის, ჰოლანდიის, ბელგიის ჩემპიონატების გუნდებთან...

გუნდში ჩატარდება რეფორმები, ძირითადი აქცენტი კი აკადემიაზე გაკეთდება. "დინამოს" ძირითადი პრობლემა არასწორი სელექციაა. ასე რომ, უნდა დაინერგოს გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფი, რომელიც კარგ ანალიზს გააკეთებს და ლეგიონერების საჭიროების შემთხვევაში, სწორად იმუშავებს.

შეგნებულად არ მსურს ვადებზე საუბარი, რადგან ჩემთვის დღეს პირველი დღეა", - განაცხადა გაბრიჩიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთი დღეს არის ბიზნეს და როგორც ყველა ბიზნესის ამის იდეაც არის მაქსიმალური მოგება. საქართველოდება მაქსიმალური გუნდი რაც შეიძლება გააკეთო არის ზაგრების დინამოს დონის. ფეხბურთებელს რომელიც ყიდის 20-25 მილიონად. ზუსტად ეს უნდა ფიფიასაც. თუ მიაღწევს ამ დონეს 2-3 წელში მაგარი იქნება ძაან მაგრამ...
0
ყველა გუნდს ჭირდება გამოცდილი ხერხემალი :) ფიფიას ოცნებაა ბავშვების გაყიდვებით დაფაროს თავის ვალები,ჰოდა ეძებს ახალ ახალ გამყიდველებს ტანამედროვე მონათა ბაზარზე
vova
11:40 02-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული