კობა ჟორჟიკაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" უმწვრთნელოდ დარჩა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ, 10 სექტემბერს, სტუმრად ლანჩხუთის "გურიასთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კობა ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟიკაშვილი "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ამ წლის ივნისში დაინიშნა, უმაღლესი ლიგის პირველ ოთხ ტურში კი მისმა გუნდმა ვერცერთი გამარჯვება ვერ იზეიმა და ორი ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
რით ვერ გაიგეთ ეს კაცი მცვრთნელი არ არი დაანებეთ თავი სადაც იმუშავა ყველა გუნდი დაშალა
badri
13 სექტემბერი 2016 17:19
0
გასკდი ბოღმით და არსად არ გავარდება ტორპედო
jangos
12 სექტემბერი 2016 00:38
0
კარგი ამბავია ნამდვილად, პირველ ლიგაში გადასულ ტორპედოს კარგი მწვრთნელი მაინც ეყოლება რომ ღირსეულად დაბრუდნეს უკან.
ჩიხურა და სამტრედია კი საჩემპიონო ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.
Jango
11 სექტემბერი 2016 21:51
0
კარგი ამბავია... ხალხიც კარგი მოდის... ჩხეტიანი გიგიაძე აშვეთიას ტრიო შეუტევს ღირსეულად...
ქართველი
11 სექტემბერი 2016 21:15
0
ჩაკვეტაძე დასაჭერია
gio
11 სექტემბერი 2016 20:39
0
ძოძუაშვილმა ერთხელ უკვე დააქცია "ტორბედო",ტოტალიზატორებთან თამაშით.(გაიხსენეთ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაკეტებული უაზრო შეცვლები) კინაღამ დაღუპა გუნდი.
mamulo
11 სექტემბერი 2016 20:00
0
დევდარიანი ამ უსუსტეეს ტორპედოში არ მოვა.
გივი
11 სექტემბერი 2016 19:33
0
კვლავ აგვიანებთ.წარუმატებელი მწვრთელის შემცველი აქამდე უნდა მოენახათ.
გოჩა
11 სექტემბერი 2016 19:30
0
როდესაც დავწერე პირველი ტურის შემდეგ რომ აუტსაიდერები ვიქნებით, ერთმა ქომაგმა მოისაზრა რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, პოლემიკაში არ შევედი, არ მომეწონა ტორპედოს შემადგენლობა.
გოგი
11 სექტემბერი 2016 19:23
0
დასაჭერია ყველა, ვინაც გეგუჩაძის აწყობილი გუნდი დაშალა. როგორ შეიძლებოდა გეგუჩაძის გაშვება, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოში? აი შედეგიც მიიღეთ!!!!
anzori
11 სექტემბერი 2016 19:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული