[ექსკლუზივი] ერთ-ერთ ქართულ კლუბში სერიოზული ჩინური ინვესტიცია იგეგმება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მაღალ ეშელონებში მომხდარი გადაადგილებების შემდეგ მიხეილ ხუციშვილი ტიტულოვანი კლუბის დირექტორი აღარ არის.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, რა და როგორ მოხდა "დინამოში". როგორც ხუციშვილმა გვითხრა, ამის თაობაზე უახლოეს მომავალში ილაპარაკებს. მანვე ძალიან საინტერესო სიახლე გაგვიმხილა...

- საფეხბურთო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თბილისის "დინამო" დატოვეთ. საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კლუბში? ბევრი კითხვაა ლეგიონერებთან დაკავშირებით...
- უახლოეს მომავალში ჟურნალისტებს შევხვდები და ყველა საინტერესო კითხვას გავცემ პასუხს, მათ შორის იმასაც, თუ რა გავაკეთეთ "დინამოში", რა ვერ გავაკეთეთ და რატომ ვერ გავაკეთეთ...

- ფეხბურთში
დარჩენას აპირებთ?

- რაღა დაგიმალოთ და, მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამო" დავტოვე, არაერთი საინტერესო შემოთავაზება მივიღე. მათ შორის, ბიზნესწრეებისგანაც. ამის მიუხედავად, ჩემს თავს მხოლოდ ფეხბურთში ვხედავ. მინდა, ქართულ ფეხბურთს ვემსახურო.

- ...და საინტერესოა, რომელ ფრონტზე?
- ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად გაძლევთ. ჩემს მეგობართან, თბილისის "დინამოს" ყოფილ ტექნიკურ დირექტორ ლევან ზუხბაიასთან ერთად შევხვდი ჩინელ ინვესტორებს. საუბარია ძალიან სერიოზულ ინვესტიციებზე.

ამ ეტაპზე ჩინელები ქართულ ბაზარს სწავლობენ და გამორიცხული არ არის, ერთ-ერთი ჩვენი კლუბი შეიძინონ. ძალიან სერიოზული ბიზნესმენები არიან. ისინი დაესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, რათა ახლოს გაიცნონ ქართული ფეხბურთი...

მოკლედ, მოვა დრო და ამის თაობაზე უფრო მეტს გეტყვით... სხვათა შორის, ისინი ევროპაში უკვე ფლობენ ერთ კლუბს.

- ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე გკითხავთ...
- წაგების მიუხედავად, მაინც დადებითად შევაფასებ ავსტრიასთან თამაშს. ოთხი-ხუთი საგოლე მომენტის შექმნა ავსტრიის დონის გუნდთან არ არის იოლი საქმე. ნაკრებს აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი და ამ გუნდში პოტენციალი ჩანს.

ზესტაფონში ვიყავი და უშუალოდ ვნახე ახალგაზრდული ნაკრების თამაში. მათ ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები შემადგენლობით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდათ ზაგრების "დინამოდან", რომლებმაც გოლი გაგვიტანეს ევროტურნირებზე. ვფიქრობ, ახალგაზრდული ნაკრები გაგვახარებს მომავალ ციკლში. ერთადერთი, რაც გამოჩნდა, შედარებით გვიჭირს ფიზიკურ მომზადებაში.

მართებულად მიმაჩნია, რომ გია გეგუჩაძე ასაკობრივ ნაკრებებს კურირებს. მე ასე ვიტყოდი - ქართული ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოკლედ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას
Vep1963
11:49 14-09-2016
0
ლუკა ბატონო ამ ეტაპზე საქართველო თავისი საფეხბურთო მეურნეობის მდგომარეობით ჩამოუვარდება სომხეთის გარდა ყველა ახლო მეზობელს ბატონ კობიაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა და ბრძანოს,რომ იმ პირობებით რასაც ხელისუფლება სთავაზობს ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატს ვერ ჩაატარებს.ვინაიდან ჩვენი კლუბები დინამოს გამოკლებით საშუალო ევროპული ნახევრად პროფესიული კლუბების პირობებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
Vep1963
14:12 14-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული