- დინამო (თბ)-შუქურა 1:1 - დამშვიდდა და დაისაჯა [VIDEO]
ქობულეთელთა დირექტორი რევაზ ჩელებაძე "შუქურას" ამ ღირსეულმა ქულამ კი გაახარა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის ვეტერანი დინამოელია, გუნდში მისი ზეობის ხანაში თამაშობდა და "ლელოსთან" ინტერვიუში "დინამოს" დღევანდელი თამაშით გულისტკივილი ვერ დამალა.
"შუქურა" სეზონისთვის კარგად ვერ მოემზადა, მოთამაშეები ნელ-ნელა დავიმატეთ და ნაწილი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა. ლოგიკურიც იყო, ჩემპიონატი კარგად
მათ ეს მოახერხეს და თითოეულ მათგანს თავდადებისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის, მაგრამ არც იმას დავმალავ, რომ მე, როგორც "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელს, გული დამწყდა, ჩემი საყვარელი კლუბი ამ მდგომარეობაში რომ ვნახე.
"დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და ახლაც მრავლად არის. მათთან ბოდიში, მაგრამ, როცა "დინამოს" მაისურას მოირგებ, ბევრად უკეთესი თამაში და მეტი მონდომება მოგეთხოვება.
შესაძლოა, ეწყინოთ, მაგრამ ასეთი ისტორიის მქონე კლუბის ფეხბურთელებს მსგავსი ჩავარდნები არ ეპატიებათ. ამას იმიტომ ვამბობ, "დინამოზე" გული რომ შემტკივა".
ჩელებაძემ ქობულეთელთა გეგმებზეც ილაპარაკა:
"ვხედავდი, რომ ცუდი სტარტის გამო ფეხბურთელებში კარგი ფსიქოლოგიური განწყობა არ იყო, მაგრამ "დინამოსთან" მოპოვებული ქულა მოგებაზე მეტს ნიშნავს. ამ შეხვედრის შედეგი გუნდზე დადებითად აისახება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს ტურებსაც აღმავლობით ჩავატარებთ.
შემდეგ ტურს ჩვენ გამოვტოვებთ და თბილისის "ლოკომოტივთან" მხოლოდ 2 კვირის შემდეგ, 25 სექტემბერს ვითამაშებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პაუზა მოსამზადებლად კარგად გამოვიყენოთ. "ლოკომოტივთან" ბევრად მძიმე მატჩი გველის, ვიდრე "დინამოსთან". შემიძლია ვთქვა, რომ ეს "ექვსქულიანი" თამაში იქნება".
თემურ შალამბერიძე, "შუქურას" მთავარი მწვრთნელი:
"დინამოსთან" ფრემ ძალიან გაგვახარა. სანაკრებო პაუზის დროს თბილისელთა თამაშს ვსწავლობდი და როგორც ჩანს, კონტრთამაშს მივაგენით. ბუნებრივია, პირდაპირ შეტევებზე არ გადავედით, რადგან ეს უაზრობა იქნებოდა. ამიტომ თავს ვიცავდით და მეტოქეს კონტრშეტევებით ვპასუხობდით.
საერთოდ, გარდამავალი ჩემპიონატი უცნაურად დავიწყეთ - შინ "ჩიხურასთან" წავაგეთ, მაგრამ გასვლაზე სამიდან ერთ მატჩშიც არ დავმარცხებულვართ. გუნდი არასტაბილურად თამაშობს და ამის მიზეზი ისაა, რომ მოთამაშეებს ერთად შეკრება არ გაუვლიათ და სასურველ კონდიციებში ვერ არიან. შეთამაშებას ტურიდან ტურამდე ვცდილობთ და იმედია, ორკვირიანი პაუზა ძალიან წაგვადგება".
სანდრო გურულის გოლმა ქობულეთელებს დიდი სიხარული მოუტანა. ის დარწმუნებულია, რომ გუნდი აუტსაიდერობას თავს დააღწევს:
"ქობულეთში მოულოდნელად აღმოვჩნდი. ჩემზე მეტად არავის სურდა, კარიერა უკეთეს დონეზე რომ გამეგრძელებინა, მაგრამ რაც მოხდა, ამას ვეღარავინ შეცვლის და ახლა ამაზე ფიქრის დრო არც მაქვს. მთავარია, "შუქურას" უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო.
ჩვენ მხოლოდ 2 ქულა გვქონდა და ეს ფრე გუნდს დიდ სტიმულს მისცემს, ჩემპიონატის დარჩენილი შეხვედრები უკეთ რომ ჩავატაროთ. კარგი მოთამაშეები გვყავს და იმედია, ასევე გავაგრძელებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"