გპირდებით სანახაობას! რევაზ ჩიტეიშვილი "დინამოს" სუპერგოლით წელსაც ემუქრება

AutoSharing Option
17 სექტემბერს, "მიხეილ მესხზე" თბილისური დერბი გაიმართება: "ლოკომოტივი" "დინამოს" უმასპინძლებს. წინა სეზონში ამ გუნდების შეხვედრა "დინამო არენაზე" რომ გაიმართა, რკინიგზელთა ფლანგის მცველმა რევაზ ჩიტეიშვილმა მეტოქის კარი 35 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით აიღო.

- დინამო (თბ)-ლოკომოტივი 2:1 - ისევ მძიმე გამარჯვება [VIDEO]

მაშინ ეს გოლი მსოფლიოში კვირის განმავლობაში გატანილ შედევრებში დაასახელეს.

"ლოკომოტივის" მცველი ამ შეხვედრისთვისაც დიდი მონდომებით ემზადება და იმედოვნებს, რომ მეტოქეს კიდევ ერთხელ დაამწუხრებს.

"დინამოსთან" თამაშისთვის ორმაგად მოტივირებული ვარ, რადგან იარაბეკის გუნდი საქართველოში ყველაზე რთული მეტოქეა. რაც შეეხება იმ მცირერიცხოვან მაყურებელს,
რომელიც "ლოკომოტივის" თამაშებზე დადის, მათ სანახაობას ვპირდები.

საბედნიეროდ, წლევანდელ სეზონში წარმატებით ვთამაშობთ და ყველანაირად ვეცდები, 17 სექტემბერს, შარშანდლის მსგავსად, მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გავიტანო", - ამბობს ჩიტეიშვილი.

დრო გვიჩვენებს, შეასრულებს თუ არა სიტყვას ახალგაზრდა მცველი. მაგრამ "დინამოს" რომ იოლი მატჩი არ ელის, ამაში ყველა თანხმდება. წლეულს, ზაფხულში, რკინიგზელები საგრძნობლად გაძლიერდნენ: ჟერარ სარაგოსა მულეტის განკარგულებაში გადავიდნენ ნახევარმცველები - ირაკლი კლიმიაშვილი, ალეკო მზევაშვილი და გიორგი კუხიანიძე, ხოლო თავდასხმა დავით ჩაგელიშვილმა, ლუკა ზარანდიამ და დათა დარციმელიამ გააძლიერეს, ახლახან კი "ლოკომოტივის" რიგებს მათე ვაწაძეც შეემატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული