როგორც ვიცით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს იარაბეკის შემცვლელი შერჩეული არ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა "დინამო" ზამთარში ჩაიბარა და გაზაფხულზე დუბლი (ჩემპიონობა და თასი) აზეიმა, თუმცა გუნდმა ვერ შეასრულა საევროთასო ამოცანა - ვერც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა და ვერც - ევროპალიგისაში.
ესეც არ იყოს, ბოლო დროს "დინამო" არასახარბიელოდ
გრანდს "თეთრ ჯგუფში" მისთვის უჩვეულო მესამე ადგილი უჭირავს. ზედიზედ 3 ფრე და აქედან, მიჯრით ორი 0:0 - ასეთია "დინამოს" ბოლოდროინდელი "მონაგარი".
ამიტომაც არ არის გასაკვირი კლუბის ხელმძღვანელობის სურვილი, როგორმე შეაჩეროს უღიმღამო სერია. რამდენად წაადგება საქმეს მწვრთნელის შეცვლა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დინამოს ამბიციებს და მუდამ გაურკვევლობებს ეწირება ქართული ფეხბურთი,ეს აქსიომას,ეს უსინდისოები წლები ითხოვდნენ 10 კლუბიან ლიგას, ახლა კი 7 კლუბიანშიც ვერ ახერხებენ მესამე ადგილზე მყარად ყოფნას. სომხეთივით 6 კლუბიანი ხომ არგავუკეთოთ და აქედან 2-ს ოფიციალურად ხომ არ განვაცხადებინოთ რომ არ სურთ არც გავარდნა და არც პირველ ოთხეულში მოხვედრა,რათა დინამო თუნდა ევროპალიგაზე გავიტანოთ როგორმე?
ჰო კიდევ დილით კბილები ხომ არ დავუხეხოთ და ფრჩხილები ხომ არ მოვჭრათ?
რომან, ფული სხვა საქმეში დახარჯე, ეგერეა ჩიხურა და შეისწავლე მათი სისტემა როგორ ჩაეტიონ 28 კაციან შემადგენლობით და კიდევ სხვა ფინანსური დატვირთვებით 3 მილიონამდე ბიუჯეტში, სამტრედიას ურო ნაკლები აქვს, მაგრამ არსებობენ ესენი და იბრძვიან, არ სჭირდებათ 60 000 იანი ბუნკერი უკაცრიელი სტადიონის სახით, თუმცა წესიერი მათთისაც ვერ აშენდა.
ჩიხურა მას მერე რაც დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში მუდამ მოწინავეებშია და არავსიათვის ამოუღრღნია ტვინი.
დროა უკვე მისცეთ კლუბი ახალგაზრდებს ადგილობრივებს მეტნ-ნაკლებად ადექვატური ხელფასებით. არ კვდებიან შიმშილით არც სამტრედიას და არც ჩიხურას,არც ბათუმის დინამოს ბიჭები, მაგრამ იბრძვიან. გეყოთ უკვე კუდაბზიკობა.