მიხაილ გორელიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" გარდამავალი ჩემპიონატის პირველი წრე წაუგებლად დაასრულა. ლევან ხომერიკის გაწვრთნილებმა 6 მატჩიდან 3 მოიგეს, სამიც ფრედ დაასრულეს (ბურთების შეფარდება - 11:2) და "წითელ ჯგუფში" მეორე პოზიცია გაამაგრეს.

ამის მიუხედავად, ბათუმელთა ხელმძღვანელობამ გაძლიერება და ახალი თავდამსხმელის დამატება გადაწყვიტა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "დინამომ" მიხაილ გორელიშვილი აიყვანა.

ის რუსეთშია დაბადებული. კარიერა 2010 წელს მოსკოვის საფეხბურთო სკოლის, "ჩერტანოვოს" გუნდში დაიწყო, რომელიც მეორე ლიგაში გამოდიოდა. მერე იყო ყაზანის "რუბინის" (2011-12) დუბლშემადგენლობა, გორის "დილა" (2012-14, 2015), ისევ რუსეთი და "ტოსნო" (2014-15), სომხეთის "მიკა" (2015-16), ბოლოს
კი - რუსეთის მეორე ლიგის ბინადარი ნიჟნი ნოვგოროდის "ოლიმპიეცი" (2016).

აღსანიშნავია, რომ გორელიშვილი რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული.

ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, გორელიშვილმა "დინამოსთან" კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორელშვილის დაბრუნება მშვენიერია,წარმატებები.
zura
12:28 27-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული