ლევან კუტალია: შემადგენლობით და პოტენციალით "შუქურა" გავარდნას არ იმსახურებს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედოს" გამარჯვება ხელიდან გამოჰგლიჯა. ამაში დიდი წვლილი ლევან კუტალიამ შეიტანა, რომელმაც ჯერ ანგარიში გახსნა, 87-ე წუთზე კი, როცა 1:1 იყო, ქობულეთელები გამარჯვების გოლით გაახარა.

- შუქურა-ტორპედო 2:1 - რევაზ ჩელებაძემ მსაჯი აბდულა ბასლეჰლო შეურაცხყო [VIDEO]

იყო კიდევ რამდენიმე ეპიზოდი, როცა კუტალია აქტიურობდა. სხვათა შორის, თბილისის "დინამოსთან" ქობულეთელების მიერ მოპოვებულ ქულაშიც დიდი იყო მისი წილი და, საერთოდაც, ნაყოფიერი სეზონი აქვს - 6 მატჩში 3 გოლი მიითვალა.

"ფორმაში ვარ და ყოველ მატჩზე მოტივირებული გავდივარ, მაგრამ
ქუთაისელებთან ორმაგი მოტივაცია მქონდა, რადგან "ტორპედოსთან" მოგება ჩვენთვის ბევრს ცვლიდა და ლიგაში დარჩენის შანსს გვინარჩუნებდა. რეალურად, ეს თამაში ორივე გუნდისთვის 6-ქულიანი იყო.

მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. კიდევ ბევრი მინდა გავიტანო, გავატანინო და ჩემმა გუნდმა მოიგოს.

ჩემს ოცნებად კვლავ ეროვნულ ნაკრებში თამაში რჩება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გამომიძახონ და ერთი შანსი მაინც მომცენ", - ამბობს კუტალია.

27 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს:

"სამწუხაროა, აუტსაიდერებში რომ მოვხვდით. ახლა "შუქურა" ბოლოდან მეორე ადგილზეა. უბრალოდ, ბევრი ფეხბურთელი ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ან ჩემპიონატის მსვლელობისას შემოგვიერთდა და შეუთამაშებლობამ დაგვაღალატა. ამის მიუხედავად, მჯერა, რომ გადარჩენის შანსი გვაქვს.

გუნდში ყველა ხვდება, რა ვითარებაა და მობილიზებულები ვართ. თუმცა, ჩემი აზრით, ამ ვითარებიდან თავის დაღწევას შევძლებთ, რადგან შემადგენლობით და პოტენციალით გუნდი გავარდნას არ იმსახურებს.

ურთულესი თამაშები გვაქვს, მაგრამ ეს შეხვედრები იოლი არც ჩვენი მეტოქეებისთვის იქნება და არც - უშუალო კონკურენტებისთვის. ასე რომ, მოგება და ქულის მოპოვება ყველასთან შეიძლება - ეს გასვლაზე თბილისის "დინამოსთან" ფრედ დასრულებული მატჩითაც დავამტკიცეთ. მთავარი მონდომება, ბრძოლის ჟინია და ყველაფერი გამოგვივა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
chelebadzis bichi afuchebs tamashs da aminnds, rogorz ki gamozvala gurulma mashinve mougo Torpedos.
giorgi
15:06 05-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული