ვლადიმირ ლიუტის გაწვრთნილებმა მეორე წრეც ცუდად დაიწყეს და ფოთის "კოლხეთთან" პირველივე მატჩი 0:2 წააგეს. ცხადია, ამ წაგებით ზუგდიდელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა "ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელს შეხვდა და ცუდი შედეგების გამო კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაუწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სპეციალისტმა გუნდი მეორე ტურის შემდეგ ჩაიბარა, როცა ოთარ გაბელია შეცვალა, მაგრამ იმედები მანაც ვერ გაამართლა, ზუგდიდელებმა მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს და ლიგიდან
კლუბის პრესატაშე ლაშა გოგილავას თქმით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ლიუტის თანაშემწე ლევან მიქაძე დაინიშნა. მან გუნდი უკვე მესამედ ჩაიბარა.
საინტერესოა, რომ სამწვრთნელო შტაბს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ლევან გულორდავაც დაეხმარება.
"ზუგდიდი" ჩემპიონატს 16 ოქტომბერს, "დილასთან" საშინაო მატჩით განაახლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"