- სულ რაღაც ნახევარ საათში... როგორ გახდა ნუკრი რევიშვილი დინამოელი
29 წლის მეკარემ, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, "დინამოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და მის ღირსებას პირველნომრიანი მაისურით დაიცავს. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელება მხარეთა სურვილზე იქნება დამოკიდებული.
ნუკრი რევიშვილი ბოლოს სარანსკის "მორდოვიაში" თამაშობდა, მაგრამ რუსეთის პირველ ლიგაში დაქვეითების გამო კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობა. მას შემდეგ რევიშვილი უგუნდოდ იყო, ბოლოს კი გორის "დილაში" დამკვიდრებას იმედოვნებდა.
რევიშვილი სხვადასხვა დროს