წერილი, რომლის ბოლო ნაწილსაც ფედერაცია არ ეთანხმება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" დავას დასასრული ჯერ არ უჩანს. შეგახსენებთ, ფედერაცია კლუბისგან ხორვატი ახალწვეულის, გორან გრუიცას დარეგისტრირებისთვის დებულებით გათვალისწინებულ 15 ათას ლარს სთხოვს, "ზესტაფონი" კი ამ თანხის ძველ ვალებში გაქვითვას ითხოვს.

"ლელოს" გუშინდელ ნომერში ამ საკითხთან დაკავშირებით "ზესტაფონის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება შემოგთავაზეთ, ადგილის სიმცირის გამო კი კლუბის წერილი ვეღარ გამოვაქვეყნეთ და მას ახლა გთავაზობთ.

ფედერაციამ "ზესტაფონისგან" წერილი 22 თებერვალს მიიღო. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი სფფ-ს სწერს, რომ გრუიცას დარეგისტრირებისთვის საჭირო თანხის გადახდას "ზესტაფონი" მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, ძველი
ვალების გაქვითვით აპირებს. თუმცა ფედერაციის პოზიცია უცვლელია - "ზესტაფონს" ფული პროფესიული ფეხბურთის ლიგიდან აქვს დასაბრუნებელი და არა ფედერაციისგან, რაც შეეხება ფედერაციის დავალიანებას კლუბის მიმართ (დაახლოებით 4 ათას ევროს), მის დაფარვას სფფ მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დავა "ზესტაფონის" სასარგებლოდ დასრულდება.

სფფ-ის პოზიცია გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და გენერალური სამდივნოს უფროსმა რევაზ შენგელიამ გუშინწინ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

მოკლედ, საქმე ჯერჯერობით, ჩიხში რჩება, დათმობაზე წასვლას არც ერთი მხარე აპირებს. იმედი დავიტოვოთ, რომ ამ არცთუ სასიამოვნო ამბავს მალე დაესმება წერტილი და ეროვნული ჩემპიონატი მშვიდ ვითარებაში გაგრძელდება.

ფედერაცია გრუიცას დარეგისტრირებისთვის წერილს ელის, სადაც "ზესტაფონი" დააფიქსირებს, რომ 15 ათასს სეზონის დასრულებამდე გადაიხდის. აი, ამჟამინდელი წერილის შინაარსი და განსაკუთრებით კი სიტყვა "გაქვითვა" სფფ-ისთვის მიუღებლად რჩება.




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოდის რომ ზესტაფონს ფულს ახევენ ,პროფ ლიგა აგარ ფუნქციონირებს და ვალს ვინ დაუბრუნებს ზესტაფონს,სიჭინავა ხელის შეწყობის მაგივრად ხელს უშლის გუნდის განვითარებაში ზესტაფონელებს
ilia
11:24 25-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული