14:00 24-10-2016
შუქურა-გურია 3:1 - მოდი, ვნახოთ ფირი! [VIDEO]
AutoSharing Option
აჭარულ-გურული უპრინციპულესი მატჩის კახელ რეფერის გურულები სამ არდანიშნულ პენალტს ედავებოდნენ. არადა, მასპინძელთა უპირატესობით დაწყებული მატჩი გურულებმა სათავისოდ ისე შეატრილეს, ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, მსაჯებს მათი რისხვა ასცდებოდათ.
პირველი ტაიმის შუაში დავით კირკიტაძემ ჯარიმიდან მასპინძელთა მეკარის შეცდომის დახმარებით გაიტანა.
ამან "გურიას" ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა და ერთ ეპიზოდში ევგენი მოროზენკოს საგოლე თავურს აზამატ ჯიოევი გადაეღობა.
ვერ გაიტან, გაგიტანენო და ერთ ტაიმში ეს ორჯერ მოხდა: ტაიმის ბოლო წამებზე უკვე "შუქურამ" იხეირა - სტუმართა დაცვას კობა შალამბერიძე გაეპარა, რომელმაც ბრწყინვალე შესრულებით ყოფილ გუნდს გოლი ლამის გასახდელში დააწია.
ამ ბოლოს დროს უცნაურად თამაშობს "გურია" - ხან პენალტებს მიჯრით ვერ იტანს, წელს ორი ისეთი თამაში ვერ მოიგო, სადაც მეტოქე 9 კაცით იყო დარჩენილი და წინა ტურში, "დინამოსთან", სულაც წააგო (აღსანიშნავია, რომ ერთი მობურთალი გურულებსაც აკლდათ), ასევე რამდენჯერმე წააგო, როცა ანგარიში მიჰყავდა.
ასე მოხდა ამჯერადაც. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში, მრავალსვლიანი კომბინაცია ირაკლი კომახიძემ დააგვირგვინა.
მერე იყო გატეხილი "გურია" და გარღვეული დაცვითი ხაზი, კოშმარული წუთები სტუმართა საჯარიმოში, სადაც ხან მასპინძლები სცოდავდნენ, ხანაც მეკარე რატი იმერლიშვილი სასწაულებს სჩადიოდა.
რაც ქობულეთელებმა ხიფათი შექმნეს, იმის ნახევარიც რომ გაეტანათ, გურულებს პენალტებზე სალაპარაკო არ დარჩებოდათ. თუმცა 2:1-ზე იყო, ორ შეტევაში სამჯერ რომ ითხოვდა "გურია" პენალტს, ერთხელ არბიტრმა ბათუმელთა თხოვნასაც წაუყრუა.
ბოლოსაც რამდენჯერმე გადაარჩინა "გურია" მეკარემ, როცა "შუქურა" კონტრშეტევაზე იჭერდა მეტოქეს, მაგრამ სულ ბოლო წამებზე მასპინძლებმა მესამე მაინც გაიტანეს.
ნამატჩევს კი "გურიას" გადაღებულ ფირზე ისე ჩანდა, თუ არსენ ნონიკაშვილი სტუმართა მესვეურებისთვის "მიცემულ პირობას" შეასრულებს, გამოდის, რომ შაბათს "ჩელე არენაზე" ბოლოჯერ უმსაჯია...
საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური. თეთრი ჯგუფი
22.10. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-გურია 3:1
0:1 კირკიტაძე (24), 1:1 შალამბერიძე (45), 2:1 კომახიძე (47), 3:1 ჭანუყვაძე (90)
შუქურა: ჯიოევი, ჯაფარიძე, მირცხულავა, ადამაძე, ჩაჩუა, არზიანი (85. მამულაშვილი), გერარდო, ა. გურული (80. ჭანუყვაძე), კომახიძე, კუტალია, შალამბერიძე (78. ბერიაშვილი).
სათადარიგოები: მამინაშვილი, მალანია, ანანიძე, ომანიძე
მწვრთნელი: გია გურული
გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, გელაშვილი (53. პატერსონი), მეგრელიშვილი, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი (73. სტეფნიაშვილი), დიასამიძე, დენიზი (60. ეუჟენიო), კირკიტაძე, მურაშოვი.
სათადარიგოები: ხვედელიძე, თევზაძე, ფილიპე, იმნაძე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
გაფრთხილება: მირხულავა (38), დენიზი (38),კირკიტაძე (50), არზიანი (63), ჭეჭელაშვილი (65)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა პენალტებს ითხოვთ ნამუსი არ გაქვთ?? დაცვას მიხედეთ, დაცვას...
0
0
და "გურიის" წარმომადგენელი ქანთარია ფსევდონიმით გურული რატომ წერს "გურიის" სტატიებს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული