ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ განაცხადა.

"ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება ვიაჩესლავ გროზნი. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კანდიდატურა იყო - იყო ჰოლანდიური, ბელგიური, გერმანული და ავსტრიული ვარიანტები, ვისაც კვალიფიკაცია არ დაეწუნებათ, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ისეთი მწვრთნელის მოყვანა, რომელიც იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, რაც გვსურდა.

მათი ბიოგრაფიის დროს აქცენტს ვაქცევდით იმას, რომ იმ თამაშის მიმდევრები ყოფილიყვნენ, რომელიც ქართულ ფეხბურთს სჩვევია - ტექნიკური და შემტევი ფეხბურთი. გვსურს, ეს
ტრადიცია გაგრძელდეს. არჩევანი გროზნიზე სწორედ ამიტომ გაკეთდა.

კონტრაქტი 3-წლიანია, 1+2 სისტემით. ვისურვებდით, ჩვენი ურთიერთობა იყოს ხანგრძლივი. კონტრაქტის გაფორმება იანვრიდან გვსურდა, მაგრამ რომან ფიფიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ჯერ მომხდარიყო მისი გუნდთან შეგუება, შემდეგ გაფორმებულიყო კონტრაქტი. ამიტომ 1+2 კონტრაქტს ეს რამდენიმე თვეც ემატება", - განაცხადა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჯობია ცხადაძეს შეეხვეწოთ,იქნებ დათანხმდეს დინამოს გაწვრთნას
nika
01:17 26-10-2016
0
ვარიანტები რომ უამრავი იქნებოდა, ეს ნაღდია. ფულის საკეთებლად თანაც ტკბილი ფულის, საქარველოს ნაკრები და დინამო იდეალურია.პასუხს არავინ მოგთხოვს. მაგრამ გერმანელი და ჰოლანდიელი სპეციალისტის ადგილზე უკრაინელის დანიშვნა, თანაც ბიოგრაფიის წაკითხვით ( ესეთი რა ამოიკითხეთ ).აღდგომა და ხვალეო
გიორგი
22:19 25-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული