"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს

AutoSharing Option
პირველი ლიგის ბინადარ თერჯოლის "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელად პაატა მეტრეველი იმუშავებს, ხოლო მის კონსულტანტად ლანჩხუთის "გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე - ეს სიახლე კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსი ნიქაბაძემ გაგვიმხილა.

თერჯოლელებმა გარდამავალი ჩემპიონატი ცუდად დაიწყეს და 10 მატჩის შემდეგ 12 ქულით 9-გუნდიან "წითელ ჯგუფში" მე-8 ადგილზე არიან. ამდენად, გუნდს ახალი სეზონიდან პროლიგა 2-ში მოხვედრის მინიმალური შანსი შერჩა.

"საპოვნელამ" წარმატებას ვერც მე-11 ტურში მიაღწია - 21 ოქტომბერს თბილისში, "ამერის" სტადიონზე, "გარდაბანს" დაუპირისპირდა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 2:2. მეტრეველი-მახარაძის დუეტი თერჯოლაში სწორედ ამ მატჩის
შემდეგ მიიწვიეს.

ნიქაბაძის თქმით, გუნდში სეზონის წარმატებით დასრულების იმედს მაინც არ კარგავენ: "მოლაპარაკებები 4-5 ფეხბურთელთან გვაქვს და მალე გვეცოდინება, ვის დავიმატებთ. ჩვენი მიზანი პროლიგა 2-ში მოხვედრაა. ახლა მე-8 ადგილზე ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენს შანსებზე ლაპარაკი ბევრისთვის დაუჯერებლად მოჩანს, მაგრამ საპლეიოფო ზონასთან სხვაობა სულ რაღაც 2-3 ქულაა და მიზნის მიღწევის შანსი დაკარგული ჯერ კიდევ არ გვაქვს. ვითარების გამოსწორება შესაძლებელია. მთავარია, დარჩენილ 6 შეხვედრაში წარმატებით ვითამაშოთ".

ნიქაბაძემ დაგვიდასტურა, რომ კლუბი მართლაც დატოვა დავით ოდიკაძემ, რომელიც მეორე ლიგის "შევარდენი 1906"-ს დაეხმარება, მაგრამ თერჯოლელთა წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია თბილისურ კლუბში კიდევ ორი მოთამაშის, 20 წლის ცენტრალური მცველის, ოთარ კუსიანისა და 23 წლის მარცხენა მცველის, დავით საჯაიას გადასვლის შესახებ. "ლელოს" ცნობით, ამ მოთამაშეებს შეთავაზებები ჰქონდათ, მაგრამ "საპოვნელასთან" მოქმედი კონტრაქტები აკავშირებდათ და პირველ ლიგაში დარჩენა ამჯობინეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული