"ზუგდიდის" კაპიტანი: ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ კლუბს სპონსორი არ ჰყავს და რომ ის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია.

აფაქიძის მეირ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით. როგორც "ზუგდიდი"-ს კაპიტანი, მინდა გაგაცნოთ გუნდის ირგვლივ არსებული ვითარება, თუ რა მდგომარეობაში არის ჩვენი გუნდი!

მოკლედ, დღეს Skype-ს მეშვეობით შედგა ჩვენი და უკრაინელი სპონსორის საუბარი! თავიდანვე გეტყვით, რომ ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის! მისი ნაამბობი:

"სვიატოსლავ სიროტა (ყოფილი დირექტორი) შემხვდა და დამაინტერესა გუნდით, რომ თუ მივცემდი მას 50 000
დოლარს მხოლოდ თავისი ფეხბურთელებისთვის, ის გაიყვანდა გუნდს ევროპის ლიგაზე და იქნებოდა ფინანსური სარგებლის მომტანი";

"სპონსორი" ასევე აცხადებს, რომ მზადაა გუნდს ასესხოს თანხა თუ გუნდი გარკვეულ ვადაში დააბრუნებს;

ირკვევა, რომ სპონსორს და ქალაქის მერიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს თანხის ჩარიცხვას და თუ არ ჩარიცხავს, შეთახმება უქმდება;

დღევანდელი მდგომარეობით, გუნდს აქვს დავალიანება 2 თვის მხოლოდ ძირითად გუნდში! ასევე U19 - გუნდის და თანამშრომლების მიმართ;

გარდამავალი ჩემპიონატისთვის განკუთვნილი 600 000 დან ფონდში ჩვენს ანგარიშზეა 85 000; დასარიგებელია 4 თვის ხელფასი დეკემბრის ჩათვლით; ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ გუნდი დატოვა ათმა ფეხბურთელმა;
მეშვიდე ტურში გუნდს ჰყავს მეოთხე მთავარი მწვრთნელი;

ხვალ არის მეცხრე ტურის მატჩი ბათუმის "დინამოსთან", გუშინ და დღეს გუნდს არ უვარჯიშია; ამ ყველაფრის ფონზე გუნდს აქვს რეალური შანსი რომ დარჩეს უმაღლეს ლიგაში;

WELCOME TO REALITY" - წერს ზუგდიდელთა კაპიტანი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი ფეხბურთი ქონდა ხალხს გასართობად ,და ისიც დამარხეს გოგოხიამ და ინალიშვილმა.უკვე გვზიზღება ეს ხალხი როგორც გველის წიწილები.
თენგო
31 ოქტომბერი 2016 12:23
0
ეს რა მოუშორებელი ჭირი შეგვეყარა ინალიშვილის სახით.წაიყვანოს ბატონო ყოლბაიამ ეს არაფლის მაქნისი თავისი სიძე სადაც უნდა ოღონდ მოგვაშოროს აქედან.
გიორგი
31 ოქტომბერი 2016 12:07
0
აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ფედერაცია,სად და რისთვის დაიხარჯა გუნდისთვის გამოყოფილი თანხა,თუ საჭიროა საქმეც უნდა აღიძრას.თუმცა ძაღლი ძაღლის ხორცს ხომ არ შეჭამს.და აქედან გამომდინარე იმიტომაა კარგად საქმე,მარტო ზუგდიდში კი არა საერთოდ ქართულ ფეხბურთში.
სოსო
31 ოქტომბერი 2016 11:48
0
2 tvea bicbebi makaronit da gakina bkankati arian! Ra itamazhon amatma tqve .....!
Nodari
30 ოქტომბერი 2016 22:34
0
კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ,რა არ მოეწონა ადმინისტრაციას ვერ გამიგია.
ბადრი
30 ოქტომბერი 2016 21:34
0
ალბათ დროა კლუბის ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდნენ საქმის მცოდნე ხალხი. 800 ათასი 2016 წლის პირველ ნახევარში, ამას პლიუს 600 ათასი გაარდამავალ ჩემპიონატში, ანუ ჯამში 1.4 მილიონი და ამ თანხას რომ ვერ აკმარებ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მუნიციპლურ კლუბს, ესეიგი ბუდეა.
Eric cantona
30 ოქტომბერი 2016 20:27
0
ზუგდიდი ფეხქვესჰ გატელა გოგოხიამ და ინალისჰვილმა.
mano
30 ოქტომბერი 2016 19:40
0
ყველაფერი იმის ფონზე რაც ზუგდიდის გუნდში ხდება,არანაირი რეაქცია არ არის გუნდის გულშემატკივრებისგან,ისიც კი ეზარებათ კომნტარებში მაინც რომ გამოხატონ თავიანთი გულისტკივილი, თთო ოროლა კაცის გარდა,ისინიც ერთ ორ სიტყვის მეტს არ იმეტებენ.ხოდა აქედან გამომდინარე ამ განუკითხაობაში გულშემატკივრების პასიურობას ლომის წვლილი მიუძღვის.
30 ოქტომბერი 2016 18:32
0
ერთი იმ ხალხს გაეგება?რამე ფეხბურთის,ვინც გაბელიას გუნდიდან გაშვებას ხელი მოაწერა.ამ ყველაფრის თავი და ბოლო გოგოხია და ინალიშვილი არიან,რომლებსაც როგორც ზუგდიდის ფეხბურთი, ისე ზუგდიდის გულშემატკივარიც ფეხებზე კიდიათ.
ბადრი
30 ოქტომბერი 2016 18:17
0
ბალაგანიააა
oto
30 ოქტომბერი 2016 17:11
0

სიახლეები პოპულარული