მანამდე ფეხბურთის ფედერაციამ მათ ზედა ეწერის სტადიონზე ბოლნისის "სიონთან" თამაშზე უარი უთხრა და ალტერნატიული სტადიონის შერჩევა შესთავაზა.
- "ზუგდიდს" "სიონთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ სტადიონი დაუხურეს
როგორც "ინტერპრესნიუსს" პერტაიამ განუცხადა, რეალურად, ზედა ეწერის სტადიონი თამაშისთვის ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს.
"ფედერაციიდან რამდენიმე დღის წინ იყვნენ ჩამოსულები. ისინი სტადიონზე ნორმალურად არც კი შემოსულან, ისე გადაიღეს ფოტოები. აქ მაშინ ფოთლები ეყარა და ალბათ, ჩათვალეს, რომ სტადიონი სათამაშოდ გამოუსადეგარი
თქვენც ხედავთ, რომ ეს სტადიონი დღეს თამაშისთვის ნორმალურ მდგომარეობაშია. ასეთი სტადიონი თავად ბოლნისშიც არ არის, რომლის გუნდიც უნდა ჩამოსულიყო ხვალ ჩვენთან სათამაშოდ.
ხვალინდელი თამაში არის გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ გარკვეული პირები ცდილობენ, რომ "ზუგდიდი" საერთოდ გავარდეს უმაღლესი ლიგიდან. თავისთავად, ამ ყველაფერს გარკვეული პირები, ალბათ, ფედერაციიდანაც უწყობენ ხელს.
ჩვენ ვთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციას, ჩამოვიდნენ დღეს, შეამოწმონ სტადიონი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა პერტაიამ.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით